მეთევზეობის განვითარების პოტენციალი დადებითად შეფასდა

95 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მეთევზეობის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის (Eurofish) დირექტორს, იანა აფანასიევას შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოში მეთევზეობის განვითარების პოტენციალზე და ყურადღება აკვაკულტურის, როგორც დარგის განვითარების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა.

ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დეტალურად ისაუბრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ.

იანა აფანასიევამ საქართველოში აკვაკულტურის განვითარების პოტენციალი დადებითად შეაფასა.

შეხვედრაზე მეთევზეობის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს. მეთევზეობის დარგში თანამედროვე გამოცდილების გაზიარების მიზნით ერთობლივი სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1249 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB