ესპანელები რუმინეთში კენკრის წარმოებას იწყებენ

ენკრის, წარმოება, რუმინეთი

ესპანურმა კომპანიამ Grupo Clasol-მა ამბიციური ხუთწლიანი საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა FG3S-თან, რუმინეთში კენკრის წარმოების განვითარების მიზნით.

გეგმა გულისხმობს პლანტაციები მოდერნიზაციას და განვითარებას, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ღონისძიებების გატარებას გადამამუშავებელი ქარხნის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, იუწყება FreshPlaza.

კომპანიას მიაჩნია, რომ რუმინეთს აქვს შესანიშნავი შესაძლებლობები, განსაკუთრებით ლურჯი მოცვის წარმოებისთვის, წარმოების ზრდისა და რიგი სხვა ფაქტორების, მათ შორის დამწიფების გრაფიკის გათვალისწინებით.

„რუმინეთში მოსავლის აღება დაიწყება ივნისის მეორე ნახევარში, როდესაც ესპანეთის კამპანია დასრულდება და გაგრძელდება სექტემბრის დასაწყისამდე, როდესაც პერუს მოცულობა პიკს აღწევს”, – ამბობს სეზარ კლარამონტე, Grupo Clasol-ის აღმასრულებელი დირექტორი. ”ამგვარად, რუმინეთი ხდება სტრატეგიული მიმწოდებელი, რადგან ის დახურავს ამ ფანჯარას ზაფხულის სეზონზე და საშუალებას მოგვცემს გარანტირებული ვიყოთ კენკრის ყოველთვიური მიწოდებით.”

„ამჟამად მთელი წლის განმავლობაში უკვე ვყიდით ბაღის მარწყვს, ჟოლოს და მოცვს. კენკრა არის ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და ჩრდილოეთ მაროკოდან, ასევე სამხრეთ ნახევარსფეროდან. რუმინეთში საწარმოო პროექტში მონაწილეობა პირველი ნაბიჯია საკუთარ წარმოებაზე გადასვლისკენ. უკვე განვიხილავთ მოცვის, მარწყვისა და ჟოლოს წარმოების რამდენიმე პროექტს სხვადასხვა რეგიონში, რასაც სტრატეგიულად მივიჩნევთ“, – ამბობს სეზარ კლარმონტე.

ამ ეტაპზე კომპანიის ორი ძირითადი ჯგუფია ციტრუსი და კურკოვანი ხილი, „ჩვენ ვცდილობთ კენკრა ვაქციოთ კომპანიის მესამე საკვანძო მიმართულებად. ამ სეზონში დაახლოებით 6 მილიონი კგ-ის გაყიდვას ველოდებით“, – ამბობს სეზარ კლარმონტე.

იხილეთ აგრეთვე: მოცვის წარმოების აგროტექნოლოგია

თქვენი რეკლამა