მესაქონლეობის ფერმა სოფელ შქმერში

307 Views

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ ონისმუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერეს.

ადგილობრივმა ფერმერმა ფერმის მშენებლობისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა, 150 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო და ზღვის დონიდან 1800 მეტრზე, სოფელ შქმერში მეცხოველეობის ფერმა ააშენა.

აღნიშნული ფერმა ჩართულია კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მეცხოველეობის განვითარების პროექტში, რომლის ფარგლებში ადგილობრივი ფერმერებისთვის გენეტიკურად გაუმჯობესებული ადგილობრივი ჯიშის ძროხების გადაცემა და კომპანიის სპეციალისტების ზედამხედველობით მათი მოვლა-პატრონობა ხორციელდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მაღალმთიან რეგიონებში წარმოების წახალისება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მესაქონლეობის დარგის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდეს.

12Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB