მანგალიცური ჯიშის ღორი

ღორი, ჯიში

მანგალიცური ჯიშის ღორი გამოყვანილია უნგრეთში და ბალკანეთის ნახევარ-კუნძულის ქვეყნებში. საქონე პროდუქტიული მიმართულებისაა.

ნაკლებად მომთხოვნია გარემო პირობებისადმი, კარგად იყენებს საძოვრებს და ტყის ნაყოფს. ამის გამო მაღალი პოპულარობით სარგებლობს ფერმერებს შორის.

საქართველოში შემოიყვანეს 1948 წელს და გამოიყენებოდა კახურ ღორთან შესაჯვარებლად. ნაჯვარი ცხოველები დღესაც არის შემორჩენილი ყვარლისა და ახმეტის რაიონებში.

ექსტერიერისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია

თავი მოკლე და ფართო, ყურები კი საშუალო ზომის და წინ ჩამოშვებული; კისერი მოკლე და ხორცოვანი, მოკლე და ცილინდრული ფორმის, თაღისებურად ახრილი, სხეულის შუა ნაწილი ფართო და ძლიერი ზურგი, ბარკალი კარგად შევსებული, კანი საკმაოდ თხელი და რბილი.

ღორი, ჯიში

მძლავრი კიდურების და მაგარი ჩლიქების წყალობით მათ შეუძლიათ ადვილად გადაადგილდნენ ნებისმიერი ლანდშაფტის პირობებში.

ღორი

კანი დაფარულია მოყვითალო ტალახისფერიდან-ყავისფრამდე შეფერილობის ხშირი ხუჭუჭა ჯაგარით. ზამთრისათვის ბალნის საფარში საკმაოდ დიდია თივთიკის ხვედრითი წილი, რაც ამაღლებს ამ ჯიშის სიცივისადმი გამძლეობას.

ძირითადი მახასიათებლები

→ მანგალიცური გვიანმწიფადი ჯიშია;
→ ზრდასრული ნეზვის საშუალო ცოცხალი მასა 120-150 კგ;
→ კერატი-მწარმოებლის კი 160-180 კგ- ია;
→ ნაყოფიერება 6-8 გოჭი, მერძეულობა 40-50 კგ;
→ მოზარდი დასაკლავ კონდიციას (100 კგ ცოცხალ მასას) აღწევს 9-12 თვის ასაკში.

ავტორები: გ. გოგოლი; ლ. თორთლაძე. /მეცხოველეობა/

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

იხილეთ აგრეთვე: კახური ღორი და მისი ძირითადი მახასიათებლები

თქვენი რეკლამა