განვითარებადი ქვეყნები ორგანულ წარმოებაზე გადადიან

346 Views

გლობალური აგროსამრეწველო სექტორის ახალმა ბრიტანულმა კვლევამ აჩვენა, რომ განვითარებადი ქვეყნები სოფლის მეურნეობის პროდუქტების ორგანულ წარმოებაზე აქტიურად გადადიან.  

კვლევის მიხედვით ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ინდოეთი, ბანგლადეში, დასავლეთ აფრიკის ქვეყნები და სხვა, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ადვილად თანხმდებიან აგროსისტემების გადაწყობას და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას.

ამის დასტურია ინდოეთში, ეთიოპიაში, მექსიკაში, უგანდაში და სხვა ქვეყნებში ორგანული ფერმების რაოდენობის და ფართობების შესამჩნევი ზრდა. კველევის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ამ თვალსაზრისით საგრძნობლად ჩამორჩება განვითარებად ქვეყნებს.

ორგანული კვლევების ცენტრის (Organic Research Centre) დირექტორის და აღნიშნული კვლევის ერთ-ერთი ავტორის ნიკ ლამპკინის (Nic Lampkin) განაცხადებით, ბრიტანეთმა სოფლის მეურნეობის წარმოებაში „გარდამტეხ მომენტს“ მიაღწია და ნათელი გახდა, რომ საჭიროა სასწრაფო ცვლილებები გარემოს დაცვისა და ჯანსაღი კვების მიმართულებით, ამ რეფორმების გასატარებლად ხელისუფლებამ ფერმერებისთვის ქმედითი ინსტრუმენტები უნდა შექმნას.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელი ფერმერები ნიადაგის გაუმჯობესების, წყლის რესურსების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის გარკვეულ ინვესტიციებს დებენ, მკვლევართა აზრით ეს საკმარისი არ არის.

„თუ ჩვენ გვინდა კონკურენტუნარიანი დავრჩეთ, საჭიროა ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო ზომების მიღება, უნდა მოხდეს ინოვაციების დანერგვისთვის ფერმერთა წახალისება და სასოფლოს სამეურნეო სისტემების გარდაქმნისთვის მათი ფინანსური გარანტიებით უზრუნველყოფა“- განაცხადა ნიკ ლამპკინმა.

წყარო: farminguk.com

112Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB