საქართველო საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის გამოფენაზე

ქართულმა

სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. რიადში, საუდის არაბეთში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Saudi Agriculture International Trade Exhibition 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთრი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

მასშტაბური გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იოსებ გამგონიძე ესწრებოდნენ.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების – აგროქიზიყი, წყალი მარგებლი, აჩინებული, ანიგოზი, ხონის პლანტაციები, კამპა, ჯიმანათსი და ცეზარი – წარმოებული ქართული კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი ხილი, შეციებული ცხვრის ხორცი და ორგანული წვენები.

გამოფენის ფარგლებში, ქართული კომპანიები სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ქართული აგროპროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობები და ახალი საქმიანი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

Saudi Agriculture International Trade Exhibition მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს დაიწყო და 26 ოქტომბერს დასრულდა.

თქვენი რეკლამა