ბალი – სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

80 Views

ბალი – შემადგენლობით ალუბლის მსგავსია, უხვად შეიცავს ორგანულ მჟავებს კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, სპილენძს, თუთიას, რკინას, კობალტს, მანგანუმს, ასევე B1, B3, PP და C ვიტამინებს, კაროტინს.

ყველა ეს ნივთიერება და ვიტამინი საჭიროა ჩვენი ორგანიზმისათვის. ბალი ორგანიზმს ეხმარება გაზაფხულის ავიტამინოზის დაძლევაში. ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების წყალობით ბალს აქვს შეშუპების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ნაღველმდენი, სისხლძარღვების გასამაგრებელი და გამწმენდი ეფექტი.

რკინა ებრძვის ანემიას, ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს. რაც მთავარია, კუმარინი, რომელსაც ბალი შეიცავს, ორგანიზმს უნარჩუნებს ტონუსს. ბალი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

მას ალუბლის მსგავსად აქვს მატონიზებელი თვისება, აქვეითებს არტერიულ წნევას. ბალი არ არის რეკომენდებული დიაბეტიანებისა და წონის პრობლემის მქონე ადამანებისთვის, რადგან მასში 75% ფრუქტოზაა, გლუკოზა კი – 20%.

ხალხურ მედიცინაში იყენებენ ბლის ნაყოფის წვენს და ნახარშს მადის გასაუმჯობესებლად და საკვების მოსანელებლად. ასევე, ნაყოფების ნახარშს ან კომპოტს იყენებენ, როგორც ამოსახველებელს ბრონქიტების დროს და როგორც სიცხის დამწევ და ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებას გაცივებისას, ინფექციური-ანთებითი დაავადებებისას.

ბლის ნედლი და გამხმარი ნაყოფები გამოირჩევა სასაქმებელი მოქმედებით. ნაყოფის ყუნწების ნახარშს კი იყენებენ თირკმელ-კეჭოვანი დაავადებების მკურნალობისას.

ბლის ყვავილებისა და და ფოთლების ფაფას აფენენ ჭრილობებს, ძირმაგარებს, დაჩირქებულ მუწუკებს და ჭორფლებს, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობა შემახორცებელ და გამწმენდ საშუალებას.

თანამედროვე მედიცინაში ბლის ნაყოფებს ურჩევენ, როგორც სამკურნალო-დიეტურ საშუალებას სისხლის ნაკლებობისას, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნაწლავების ატონის და სპასტიურ კოლიტების და სხვა დაავადებების წინააღმდეგ.

ქართულ ხალხურ მედიცინაში ბლის ნაყოფებს მიიჩნევენ, როგორც ეფექტურ საშუალებას შეკრულობისას.

ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა მომჟავო ჯიშის ბალი. ბალს სიმჟავეს აძლევს ორგანული მჟავები (C ვიტამინი და B9). ტკბილი ბალი წარმოქმნის კუჭ-ნაწლავში აირებს, იწვევს მეტეორიზმს. ამიტომ ის არარეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს დიარეა და მეტეორიზმი, შებერილობა, დიაბეტი.

წნევის დასარეგულირებლად ყოველდღე მიირთვით მუქი ფერის ბალი რომელიც შეიცავს სისხლძარღვების კედლების გასამაგრებელ ნივთიერებებს.

რკინა და სხვა ნაერთები, რომლებსაც ბალი შეიცავს, ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას.

ბალი ხსნის სახსრებში ტკივილსა და უსიამოვნო შეგრძნებებს. სასურველია, ყოველდღე მიიღოთ ბლის კონცენტრირებული წვენი (1 ს/კ 3- ჯერ დღეში).

ჭრილობებზე დაიდეთ ბლის წვრილად დაჭრილი ნედლი ფოთლები.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები საკვები და მკურნალი.
/აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია/

*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

იხილეთ აგრეთვე: ბალი – დარგვა, გასხვლა-ფორმირება, ბაღის გაშენება, რამდენიმე ჯიში

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ბიომიქსი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB