მამაკაცები ღვინის შერჩევისას უფრო შფოთავენ, ვიდრე ობობის დანახვისას

28 Views Comment Off

ბრიტანულმა კომპანია Naked Wine-მა, რომელიც ღვინოს ინტერნეტით ყიდის, საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხული 2 ათასი ადამიანიდან ყოველი მერვე მამაკაცი ძალიან ღელავს, როდესაც რესტორანში ღვინოს ირჩევს. მათ ეშინიათ, რომ შეცდებიან და კერძთან შეუსაბამო სასმელს შეუკვეთენ.

ქალბატონებს კი ეს საკითხი ნაკლებად აღელვებთ — მხოლოდ 6% აცხადებს, რომ ღვინის შერჩევისას რაღაც განსხვავებული შეგრძნება ეუფლებათ, ვიდრე რაიმე სხვა საქმის კეთებისას.

გამოკითხვისას გაირკვა, რომ არსებობს კიდევ ერთი რამ, რაც  განსაკუთრებით აღიზიანებთ ადამიანებს – ეს არის ობობა. ყოველი მეექვსე რესპოდენტი (16%) აღიარებს, რომ ეს უწყინარი მწერები მათში საშინელ შიშს იწვევენ.

მაგრამ ქალბატონებიცა (28,5%) და მამაკაცებიც (24,5%), ყველაზე მეტად მაშინ ღელავენ, როცა ისინი სამსახურის მისაღებად გასაუბრებაზე გადიან. ასევე ორივე სქესისათვის მიუღებელი აღმოჩნდა (ქალბატონები 25%, მამაკაცები 22%) ისეთ წვეულებებზე დასწრება, სადაც არავის იცნობენ.

“ჩვენმა გამოკითხვამ საინტერესო შედეგი მოგვცა: მამაკაცები ღვინის შერჩევისას უფრო მეტს შფოთავენ, ვიდრე ობობის დანახვისას. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, ღვინის შერჩევა საამო პროცესად ვაქციოთ,” – განაცხადა კომპანია Naked Wine-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იმონ ფიცჯერალდმა.

© ღვინის კლუბი /Weekend

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3232 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
175 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB