FAO-ს ხორბლის გლობალური წარმოების პროგნოზი გაიზარდა

FAO, ხორბლის

FAO-ს ანალიტიკოსებმა, დეკემბრის ანგარიშში, 2023 წლის ხორბლის გლობალური წარმოების პროგნოზი 787 მილიონ ტონამდე გაზარდეს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანალიტიკოსებმა, დეკემბრის ანგარიშში, 2023 წლის ხორბლის გლობალური წარმოების პროგნოზი 787 მილიონ ტონამდე გაზარდეს, ეს თითქმის 2 მილიონი ტონა მეტია, ვიდრე მოსალოდნელი იყო ერთი თვის წინ, მაგრამ 2.1%-ით (17.1 მილიონი ტონა) დაბალია 2022 წელთან შედარებით, იუწყება FAO-ს პრესსამსახური.

„წინა თვესთან შედარებით ზრდა ძირითადად გამოწვეულია რუსეთის ფედერაციასა და თურქეთში წარმოების უფრო მაღალი მოცულობით, სადაც, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მოსავალი აღემატება ადრე მოსალოდნელს. ამავდროულად, მარცვლეულის წარმოების პროგნოზები არგენტინასა და ბრაზილიაში, სადაც სეზონის ბოლოს განვითარდა არახელსაყრელი ამინდის პირობები, ოდნავ შემცირდა“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ხორბლით მსოფლიო ვაჭრობის პროგნოზირებული მოცულობა 2023/24 წლებში (ივლისი-ივნისი) არის 194,1 მილიონი ტონა, პრაქტიკულად უცვლელი წინა თვესთან შედარებით. ხორბლის გლობალური წარმოების და ექსპორტის პროგნოზების ზრდა ნიველირდა არგენტინიდან და ბრაზილიიდან ექსპორტის შემცირების მოლოდინით.

„ახალი მონაცემების გათვალისწინებით, ძირითადად ეგვიპტედან, ევროკავშირიდან და საუდის არაბეთიდან, ხორბლის გლობალური მარაგების პროგნოზი გადაიხედა 4.2 მილიონი ტონით და 319.3 მილიონ ტონამდეა, რაც 0.2%-ით აღემატება სეზონის დასაწყისის დონეს“, – განაცხადეს ანალიტიკოსებმა.

თქვენი რეკლამა