26 წლის აგრონომი და ფერმერი — თომა ხალვაში

1210 Views

«მომავლის ფერმერი» აგრძელებს ახალგაზრდა და მოტივირებული ვეტერინარებისა და აგრონომების საზოგადოებისთვის წარდგენას.

დღეს გვინდა გაგაცნოთ 26 წლის აგრონომი თომა ხალვაში. ის უნივერსიტეტის წითელ დიპლომზე დამთავრებისთანავე ჩაერთო პრაქტიკულ საქმიანობაში.

მისი მიზანი იყო, დარგის განვითარებაში მოკრძალებული წვლილი შეეტანა, თუმცა ამისთვის, მხოლოდ სტუდენტობისას მიღებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა. თომა უცხოეთის გამოცდილებების გაცნობას შეუდგა.

ის ფიქრობდა, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე რთული იქნებოდა მიზნის მიღწევა. ამიტომ მან ჯერ ჩინეთში ბიზნესადმინისტრირების კუთხით აიმაღლა კვალიფიკაცია, შემდეგ აშშ-ს უნივერსიტეტებთან დისტანციური სწავლების რამდენიმე პროფილური კურსი დაამთავრა.

დღეს 187 ბენეფიციარი ჰყავს, დღეში 20-მდე კონსულტაციას წევს. არის ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში, მათ შორის, კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტში.

პარალელურად კი ფერმერულ საქმიანობასაც ეწევა — 12 ჰა-ზე გააშენა სანერგე მეურნეობა, 22 ჰა-ზე მრავალწლიანი კულტურები. ორიენტაცია აქვს ბიომეურნეობებზე და მიაჩნია, რომ სწორედ ამ მიმართულების განვითარება გაგვიკვალავს გზას ევროკავშირის ბაზრებზე.

თავს პერსპექტიული პროფესიის წარმომადგენლად მიიჩნევს. ფიქრობს, რომ დღეს ქვეყანაში შრომით ბაზარს სწორედ ამ მიმართულებით უჭირს და საკუთარ როლს აგრონომის პროფესიის პოპულარიზაციაშიც ხედავს.

მისი რეკომენდაციით ეს პროფესია 6 აბიტურიენტმა აირჩია. თომას მიაჩნია, რომ მისი წარმატების მთავარი გასაღები ინფორმაციის მუდმივი მოპოვება და გაცემაა.

აირჩიე პროფესია აგრონომი და არგე შენს ქვეყანას!

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2031 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB