გერმანიაში ორგანული წარმოების ფართობებმა 9,7 პროცენტს მიაღწია

ორგანული, ბიო, წარმოება, მეურნეობა, გერმანია

გერმანიაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ორგანული წარმოების ფართობებმა 9,7 პროცენტს მიაღწია, მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში ამ ფართობების 20%-მდე გაზრდაა დაგეგმილი.  

გერმანიის სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელს, ორგანულად დამუშავებული მიწების მოცულობა დაახლოებით 116, 000 ჰექტრით გაიზარდა.

ამრიგად, ორგანული წარმოების ფართობი 7.73 პროცენტით გაიზარდა და 1,6 მილიონ ჰექტარს შეადგენს, რაც  მთლიანი სასოფლო-სამეურნეო ფართობის 9,7 პროცენტია. ორგანული ფერმების რაოდენობა 7.6 პროცენტით გაიზარდა და ამჟამად 34 110-ია.

გერმანიის ფერმერთა ასოციაციის (DBV) მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ფერმერების 17 პროცენტი ორგანულ მეურნეობაზე გადასვლას განიხილავდა. 2018 წელს მზადყოფნა შეადგენდა 16 პროცენტს, უფრო ადრე 11 პროცენტს. პროპორციულად მათი რიცხვი, ვისაც სურს ორგანული სოფლის მეურნეობაზე გადასვლა სამხრეთ გერმანიაში უფრო მეტია, ვიდრე ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ გერმანიაში.

გერმანიაში დაახლებით ათიდან ერთი სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი ეკოლოგიურად სუფთაა და არის ზრდის პერსპექტივებიც: მოხმარებული ორგანული რძის დაახლოებით 30 პროცენტი კვლავ იმპორტირებულია. ამიტომ DBV– ს პრეზიდენტის ორგანული მიმართულების წარმომადგენელი, ბრანდენბურგელი ფერმერი ჰენრიკ ვენდორფი, საცალო ვაჭრობის კომპანიებს და მწარმოებლებს მოუწოდებს, იმპორტირებული ნედლეული ადგილზე წარმოებული ორგანული პროდუქტით ჩაანაცვალონ.

„მრავალ ორგანულ პროდუქტს შეფუთვაზე უკვე  აქვს გერმანული ეტიკეტი, სხვა პროდუქტებზეც, მომხმარებლები მეტად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მათი წარმოშობა განსაზღვრონ,“- ამბობს ვენდორფი.

სოფლის მეურნეობის ბაზრის საინფორმაციო საზოგადოების მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გერმანიაში ორგანული რძის წარმოება თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა.

„სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი პროგრამებით გადახდილი ეკოლოგიური პრემიები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მას არ შეუძლია მწარმოებლებისთვის სტაბილური ფასების შეცვლა,“ – განმარტავს ვენდორფი.

ამ პროგრამების თანახმად, თუ ფერმერებისთვის ორგანული რძის ფასები თუნდაც 4-5 ცენტით შემცირდება, მაშინ მოსალოდნელი საშუალო პრემია 1 ჰექტარზე 210 ევრო იქნება.

ვენდორფმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრემია ასევე გაიცემა, როგორც კომპენსაცია ორგანული მეურნეობის განსაკუთრებული ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი სარგებლისთვის.

მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში, გერმანია ორგანული მეურნეობის ფართობების 20%-მდე გაზრდას აპირებს.

მალხაზ ხაზარბეგიშვილი
„აგროკავკასიის“ მთ. რედაქტორი.
agrarheute.com– ის მასალებზე დაყრდნობით.

თქვენი რეკლამა