ლეპიდინი – მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალება

ლეპიდინი, ორგანული, ბიომეურნეობა

დანიშნულება

ლავრაციდული მოქმედების ბიოლოგიური პრეპარატი, მავნებელ ქეცფრთიანთა რაზმის მწერების წინააღმდეგ. მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალება-ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად.

შემადგენლობა

BACILLUS TURINGIENSIS var. KURSTAKI

გამოყენება

მავნებლები: ამერიკული თეთრი პეპელა, ყურძნის ჭია, ვაშლის და ხეხილის ჩრჩილი, კუნელის თეთრულა, ფოთოლხვევიები; აბრეშუმხვევიები; ვაშლის ნაყოფქამია; ხურტკემლის ალურა; მოცხარის ფოთოლხვევია, მდელოს ფარვანა, კარტოფილის ჩრჩილი, პომიდორის ჩრჩილი, კომბოსტოს ხვატარი; კომბოსტოსა და სათბურის ფრთათეთრა, თალგამის თეთრულა; კომბოსტოს ჩრჩილი; ალურები; ბამბის ხვატარი, მარცვლეულის ხვატარი, იონჯას ხვატარი, მზომელები, ფოთოლხვევიები, ოქროკუდა, მწვანე ფოთოლხვევია, არაფარდი პარკხვევია, ფიჭვის აბრეშუმხვევია, ფიჭვის ხვატარი, ფიჭვის მზომელა, აგრეთვე ზაფხულ-შემოდგომის სხვა ქეცფრთიანი მავნებლები.

კულტურები

თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული, ბაღჩეული, კენკროვნები, მარცვლოვნები, მწვანილები, ტექნიკური კულტურები, ტყისა და ქალაქის მწვანე ნარგაობა და სხვ.

დოზირება

ვაზი: 3- 5 ლიტრი 1 ჰექტარ ფართობზე;

ხეხილი: 5-8 ლიტრი 1 ჰექტარ ფართობზე;

მარცვლოვნები: 3-5 ლიტრი 1 ჰექტარ ფართობზე.

კენკროვნები, ბოსტნეული, ბაღჩეული, მწვანილები და სხვა:

  • ღია გრუნტი: 5-6 ლიტრი 1 ჰექტარ ფართობზე;
  • სათბურები: 2-3 ლიტრი 1000 მ2 ფართობზე.

უსაფრთხოება

არ არის ფიტოტოქსიკური. უსაფრთხოა ადამიანისთვის, ცხოველებისთვის, ფრინველებისთვის, ფუტკრებისთვის და სხვა სასარგებლო მწერებისთვის, გარემოსთვის.

შენახვის ვადა და პირობები

შეინახეთ t +4…+100C გრილ და ბნელ ადგილას. შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში ვარგისია დამზადებიდა 6 თვის განმავლობაში.

ფასი: 1 ლიტრი – 9 ლარი;
300 მლ.ლიტრი – 3,5 ლარი;
5 ლიტრი – 43 ლარი.

ლეპიდინი წარმოებულია საქართველოში და მინიჭებული აქვს ბიოსერტიფიკატი.

დამატებითი კითხვებისა და პრეპარატის შესაძენად გადადით (დაკლიკეთ) ლინკზე: http://bioagro.ge/contact

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

იხილეთ აგრეთვე: ნიმის ზეთის გამოყენების წესები და დოზები კულტურების მიხედვით

თქვენი რეკლამა