როგორ ვერბრძოლოთ ქეცს ვაშლის კულტურაში

1063 Views Comment Off

ქეცი საკმაო ზიანს აყენებს, როგორც ვაშლის კუტურას ასევე ფერმერს, რადგან პროდუქტს უკარგავს სასაქონლო სახეს და უქვეითებს შენახვის უნარს. ამიტომ, აუცილებელია მას პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე ებრძოლოთ.

ქეცის პირველი ნიშნები აპრილიდან ფოთლებზე ჩნდება, მოგვიანებით ნაყოფზე და გრძელდება აგვისტოს ჩათვლით. დაავადებისთვის ხელსაყრელი პირობებია მაღალი ტენიანობა და 20-250C ტემპერატურა

როგორ აღმოვაჩინოთ ქეცი?

სიმპტომები ფოთოლზე — თავდაპირველად ყვითელი და მოყავისფრო-მომწვანო ლაქები ჩნდება ფოთლის ქვედა მხარეს, შემდეგ ზედა მხარეს. ლაქები ერთიანდება, უხეშდება და ფოთოლი დეფორმირდება. იწყება დაზიანებული ფოთლების ცვენა.

ვაშლი

სიმპტომები ნაყოფზე — ჩნდება ნაყოფის განვითარების ყველა ფაზაში. ნაყოფზე ჩნდება დაფიფქული ადგილები. ფიფქის გაცვენის შემდეგ რჩება ლაქები, რომლებიც ყავისფერია, კორძოვანი და იქერცლება. ნაყოფის ზრდისას ჩნდება ნაპრალები. ნაყოფის დამსხვილების ფაზაში დაავადებული ნაწილი იგივე ზომის რჩება, ხოლო დანარჩენი ნაწილები ჩვეულებრივ განაგრძობს ზრდას, ამის გამო ვაშლი დეფორმირდება. ძლიერი დაავადებისას ნაყოფი ძირს ცვივა.

ქეცი

ქეცის წინააღმდეგ ბრძოლა

მექანიკური მეთოდი:

მოაცილეთ ხეს დაავადებული ნაწილები, ჩამოცვენილი ფოთლები მოაგროვეთ, დაწვით ან დაამუშავეთ 4-5%-იანი შარდოვანათი.

ქიმიური მეთოდი:

საკმაოდ ეფექტური ფუნგიდი ვაშლის ქეცის წინააღმდეგ საბრძოლველად არის აფეტი (0.75-1ლ/ჰა). რეზისტენტობის თავიდან აცილების მიზნით აფეტთან ერთად გამოიყენეთ სხვა ქეცის საწინააღმდეგო პრეპარატები ათლეტი (0.3კგ/ჰა), ნანდო (0.75-1ლ/ჰა), სპრინტერი (0.5-0.7კგ/ჰა). (პრეპრატის სესახებ ინფორმაციის მისაღებად ან შესაძენად დაკლიკეთ სახელზე).

შეწამვლისას დაიცავით უსაფრთხოების წესები. გამოიყენეთ სპეცტანსაცმელი. არ შეეხოთ პრეპარატს დაუცველი ხელებით. პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

ტრაქტორი გირჩევთ:

  • აწარმოეთ დაკვირვება კვირაში ერთხელ, რათა აღმოაჩინოთ ქეცი პირველივე ნიშნებისთანავე;
  • ქეცის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეთ პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე;
  • მოაცილეთ ხეს დაავადებული ნაწილები.

რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად მონაცვლეობით გამოიყენეთ რამდენიმე პრეპარატი.

პრეპარატების შესაძენად ან დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:

უფასო ცხელი ხაზი: 032 2 500 605
პასუხები ონლაინ რეჟიმში იმეილზე: support@traktor.ge 
Facebook-ის გვერდზე https://www.facebook.com/traktorapp/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
324 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5325 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB