ემზარ ბერიძე წარმატებული ოზურგეთელი ფერმერია, რომელსაც ოზურგეთში „სანანდრეასის“ ჯიშის მარწყვი სათბურში მოჰყავს და რეალიზაციასაც ადგილობრივ მაღაზიებში უწევს.
ფერმერმა 2018 წელს ღია გრუნტში, 6500 ძირი „ფესტივალის“ ჯიშის მარწყვი გააშენა.
შემდეგში ემზარმა სათბურის აშენება გადაწყვიტა. თუმცა, სასათბურე მეურნეობისთვის საკმარისი პირადი სახსრები არ აღმოაჩნდა, ამიტომ, 2020 წელს „საქართველოს ბანკის“ შეღვათიანია აგროკრედიტით ისარგებლა.
„„საქართველოს ბანკის“ მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი 500 კვადრატული სათბურის შეძენასა და გამართვას დავახარჯე. მოვაწყე ერთი რიგი სტელაჟი, დავამონტაჟე 100 მმ-იანი პლასტმასის მილები და შევიტანე ნიადაგი, დავამონტაჟე წვეთოვანი სარწყავი სისტემა. 2021 წლის მარტ-აპრილში უკვე დავრგე 3000 ძირი „სანანდრეასის“ ჯიშის მარწყვის ნერგი. აგვისტოს თვეში ყვავილობა დაიწყო, დღეის მდგომარეობით, ნერგის ნაწილი მსხმოიარეა, ნაწილი კი ყვავილშია. მახარებს ის ფაქტი, რომ ნაყოფის ხარისხი, ფორმა, ფერი შეეფერება ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს, შეიძლება ითქვას, აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს!“ – გვიყვება ემზარ ბერიძე.
დღეს ემზარი სათბურის მესამედ ნაწილს ტვირთავს. წარმატებულმა ბიზნესმა ფერმერს გაფართოების საშუალება მისცა, ბანკისგან მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიყენა და დამატებით 20 000 ლარის აგროკრედიტით ისარგებლა. ივნისში მოზიდული თანხების საშუალებით დღეს უკვე ასრულებს ორი რიგი სტელაჟის მონტაჟს და დეკემბრის დასაწყისში 5200 ძირი სანანდრეასის დარგვას გეგმავს. მომავალი წლის მაისიდან კი სრული მოსავლის აღებას ელოდება.
ემზარი სათბურის მონტაჟსა და „სანანდრეასის“ ჯიშის გაშენებას ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დასაწყისშივე გარემოზე მორგებული ნაბიჯები გადავგდათ, კვლევასთან და შესწავლასთან ერთად კი მთავარია ცდა განაგრძო და შედეგს აუცილებლად მიიღებ.
სასათბურე მეურნეობა ერთ-ერთი რთულად სამართავი ბიზნესია. როგორც ფერმერი ამბობს, სათბური ყოველდღიურ ყურადღებასა და შრომას მოითხოვს. ბიზნესში ოჯახის 6 წევრიდან ყველა მეტ-ნაკლებადაა ჩართული. სათბურის სრული დატვირთვის შემდეგ კი დამატებით ორი ადამიანის დასაქმებასაც აპირებს.
სტარტაპისთვის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, სადაც შემოსავალი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ფინანსური ვალდებულებები, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა და მეორეს მხრივ, გამართული აგრო ბიზნესისთვის გაწეული ინვესტირება. ემზარმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ „საქართველოს ბანკის“ აგროკრედიტის მიზნობრივად დახარჯვის შემდეგ ხარისხიანი პროდუქტი მიიღო, ტერიტორიული სიახლოვის გამო მიღებულ პროდუქტს ქობულეთის მაღაზიებში ჰყიდის, და დარწმუნებულია, რომ გაწეული ინვესტიცია გაამართლებს.
ფერმერი უკვე ფიქრობს სამომავლოდ რამდენიმე სათბურის გაშენებას.