1. მჟაუნმჟავას 2-3 % წყალხსნარი (20-30 გრ ერთი ლიტრ წყალში), გამოიყენება იმავე დღეს. უმჯობესია გადადუღებული ან დისტილირებული წყალი:
1.1. 10-12 მლ ხსნარი, პულვერიზატორით ესხურება თითო ჩარჩოზე. ბარტყის დროს 4-ჯერადი შესხურება, 3-4 დღის ინტერვალით. ეფექტურობა 80-85%.
1.2. იგივე უბარტყო პერიოდში ორჯერადად – 98%. შეწამვლა შეიძლება ზამთარშიც 2-3 *C .
1.3. მჟაუმჟავას 2-3% წყალხსნარის ჩასხმა გახვრეტილ თავსახურიანი ბოთლით 3-4 დღის ინრეტვალით, ბარტყიანობის დროს 4-5 ჯერ, ხოლო უბარტყობისას ორჯერადად. ეფექტურობა 60-65%
1.4. გაწეულ ჩარჩოებს შორის ჩასხურება პულვერიზატორით ბარტყის დროს 4-ჯერადად, უბარტყობისას ორჯერადად 3-4 დღის ინტერვალით, ეფექტურობა 60-70%- მდე.
2. მჟაუნმჟავას 3-4% შაქრიანი წყალხსნარის გამოყენება, უბარტყობის პერიოდში, მხოლოდ ერთჯერადად. ერთი ლიტრი წყალხნარის მისაღებად ვიღებთ 600 გრ თბილი წყალი, 30-35 გრ მჟაუნმჟავა და 600 გრ შაქარი, ვურევთ სრულ გახსნამდე. მე ვიყენებ ასეთი დოზებით: 600 გრ წყალი, 25-30 გრ მჟაუნმჟავა, 250გრ -300გრ შაქარი. 1,5 მმ ნახვრეტიანი ბოთლით ვასხურებ 5 მლ ჩარჩოებს შორის. უბარტყობისას ერთჯერადად ჩასხმა ეფექტურობა 80-90%. ეს ხსნარი შეიძლება შევინახოთ მაცივარში და გამოვიყენოთ 7-10 დღის განმავლობაში.
3. მჟაუნმჟავას ორთქლის მიღება და გამოყენება ამაორთქლებლით. ამაორთქლებლის 200-220 სამუშაო ტემპერატურის მიღწევის შემდეგ 1-2 გრ მჟაუნმჟავას ყრიან ამაორქლებლის თავსახურში, ამაორთქლებელს გადმოაბრუნებენ და ამაორთქლებლის მილს ათავსებენ სკის საფრენში 0,5-1 წუთამდე დროით. ბარტყიანობის დროს 4 -ჯერადი შეორთქლება, 3- 4 დღის ინტერვალით, ეფექტურობა 90-95%. უბარტყო პერიოდში საკმარისია 2-ჯერადი შებოლება 4-5 დღის ინტერვალით.
4. მჟაუნმჟავას და გლიცერინის ნარევის მომზადება-გამოყენება ემალირებულ ან უჟანგავი ფოლადის ქვაბში 1 კგ საკვები გლიცერინი გააცხელეთ 60-650C და ჩაყარეთ 600 გრ მჟაუნმჟავა, ნელ ცეცხლზე დამდგარს ურიეთ სრულ გახსნამდე (სანამ ხსნარი გამჭვირვალე გახდება). შეგრილების შემდეგ მომზადებულ ხსნარში ვდებთ 3 სმ სიგანის, 35-40 სმ სიგრძის და 2 მმ სისქის კარდონის 60 ცალ ფირფიტას და ვაჩერებთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. აღნიშნული ფირფიტები შუაზე მოკეცილი, ხურჯინივით გადაკიდეთ ზედა თამასაზე. 2-3 ცალი ფირფიტა ერთ სრულფასოვან ოჯახზე. 25-35 დღის განმავლობაში.
5. ზემოთ მოყვანილი რეცეპტი შემოვიდა სამი წლის წინ ლათინური ამერიკიდან, სადაც მხოლოდ მჟაუნმჟავა და გლიცერინი იყო მითითებული. რუსი, უკრაინელი და ქართველი მეფუტკრეების უმეტესობა წყლის დამატებას გვირჩევს სხვადასხვა დოზით.
მომყავს ვ. ა. გაიდარის რეცეპტი: 600 გრამი გლიცერინი ( ნახევარი ლიტრი), 250 გრამი წყალი, 500 გრამი მჟაუნმჟავა. გლიცერინი და წყალი ისხმება უჟანგავი ფოლადის ან ემალირებულ ჭურჭელში, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვაცხელებთ 600C-მდე, ვაყრით მჟაუნმჟავას და ვურევთ სანამ ხსნარი გამჭვირვალე არ გახდება. ვეცადოთ ხსნარის ტემპერატურა 650C-ს არ გადავაცილოთ. მიღებული თბილი ხსნარი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მუყაოს, ასევე 4-ად გაჭრილი ვისკოზური მაგიდის საწმენდი გერმანული ტილოების გასაჟღენთად.
მიღებული ხსნარი საკმარისია 55-60 ტილოს გასაჟღენთად. ტილოები რამდენიმე საათით ცხაურზე უნდა დავდოთ, რათა დაიწრიტოს. არ უნდა წვეთავდეს. 7-10 ჩარჩოიან ოჯახზე ორი ნაჭერი, 4-6 ჩარჩოიანზე, ერთი. მე ვისკოზური ტილოები მირჩევნია, რადგან ის მუყაოზე უფრო ადვილი სახმარია და პირდაპირ ეფარება ჩარჩოს ზედა თამასებზე ბუდის ცენტრში.
თეიმურაზ ღოღობერიძე,
საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაცია.
ტელ: 599 197 588