ფერმერის გზამკვლევი – სასუქის შემადგენლობაში არსებული მიკროელემენტების განხილვა

ბარაქა, მიკროელემენტები, ფერმერის, გზამკვლევი

ნიადაგში შესატანი მინერალური სასუქები შეიცავენ მცენარის მოსავლიანობისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს სხვადასხვა მინერალური მარილების სახით. აგროსფეროში  მსოფლიო ნიადაგების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს მცენარისთვის საჭრო საკვები ელემენტებით უზრუნველყოფას. ერთი ან რამდენიმე ელემენტი, რომელიც კონკრეტულ მცენარეს სჭირდება ყოველთვის არის დეფიციტში, ან მცენარისათვის შეუთვისებელ ფორმაში. დადასტურებულია, რომ გარდა მაკროელემენტებისა (N,P,K), მიკროელემენტებსაც (B, Mn, Fe, Cu, Zn, Mo) უდიდესი როლი აქვთ უხვი მოსავლის მიღებაში – ხშირად მათ უმნიშვნელოდ მიიჩნევენ, რადგამ მცენარეს რაოდენობრივად ნაკლები მოთხოვნა აქვს, თუმდა ის მცენარის ზრდასა და განვითარებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს.

მიკროელემენტები მცენარეს ხდის უფრო გამძლეს აბიოტური ფაქტორებისგან გამოწვეული სტრესისადმი, როგორებიცაა: ყინვა, მაღალი ტემპერატურა და ა.შ. ისინი აუმჯობესებენ მეტაბოლიზმს, მონაწილეობენ ჰორმონების ბიოსინთეზში. ისინი ასევე შედიან მცენარეული ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც არეგულირებენ მცენარის ზრდასა და განვითარებას. როდესაც მიკროელემენტები ადეკვატური ოდენობით არის მიწოდებული, მცენარე იზრდება უფრო ინტენსიურად, აქვს მეტი ენერგია და გვაძლევს მეტ მოსავალს, რომელსაც გააჩნია უკეთესი კომერციული ღირებულება.

მცენარის გენეტიკური პოტენციალი განაპირობებს მაღალ მოსავალს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგში უარყოფითი ბალანსი, მანამ, სანამ არ მოხდება დეფიციტის შესაბამისი ოდენობის საკვები ელემენტებით შევსება. მაღალი მოსავალი და კარგი ხარისხი დამოკიდებულია მაკრო და მიკროელემენტების სრული დოზით მიწოდებაზე. თუ რომელიმე ერთი ელემენტი არის დეფიციტში, მთლიანი მოსავალი ან მისი ხარისხი სერიოზულად მცირდება. არცერთ საკვებ ელემენტს არ შეუძლია შეცვალოს მეორე, თითოეული მათგანი მცენარეს უნდა მიეწოდოს დაბალანსებულად.

მიკროელემენტებში შედის ისეთი ელემენტები როგორიც არის:

ბარაქა, მიკროელემენტები, ფერმერის, გზამკვლევი

(Ca)კალციუმის, (Mg)მაგნიუმისა და (S)გოგირდის მნიშვნელობა იმდენად მაღალია, რომ ხშირად მათ მეორად მაკროელემენტებადაც მოიხსენიებენ.

(Ca)კალციუმი- ზრდის ნაყოფის გამძლეობას მოკრეფვის შემდეგ პერიოდში. მონაწილეობას იღებს უჯრედის კედლის შენებასა და  უჯრედის დაყოფაში. კალციუმი მონაწილეობს ცილის სინთეზში და ააქტიურებს უამრავი ფერმენტის აქტივობას. კალციუმი ეხმარება ფესვებს განვითარებაში, მცენარეს ხდის უფრო მედეგს დაავადებების მიმართ. მუშაობს იმუნურ სისტემაზე. ეხმარება მცენარეს სხვა ელემენტების შეთვისებაში. ეხმარებას მცენარეს, რომ ფოთლიდან ფორების საშუალებით შეითვისოს აზოტი და დაასინთეზიროს ნახშირწყლები.

(Mg)მაგნიუმი- მცენარეში ძირითადი დამხმარე მიკროელემენტია სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესებში, მათ შორის ფოტოსინთეზში, სუნთქვასა და აზოტის ასიმილაციაში. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლია ქლოროფილის უჯრედოვანი სტრუქტურის ჩამოყალიბება. მაგნიუმი შედის ქლოროფილის მოლეკულის შემადგენლობაში, შესაბამისად ფოტოსინთეზის პროცესში იღებს მონაწილეობას. ააქტიურებს ფერმენტებს, სუბსტრატსა და ფერმენტს შორის საუკეთესო კომბინაციას ქმნის.

(S)გოგირდი– შედის ამინომჟავების (ცისტეინი, ცისტინი და მეთიონინი) შემადგენლობაში, აუცილებელი ელემენტია მცენარეებში ცილების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ქლოროფილის ფორმირებისთვის. ცილის სინთეზისთვის საჭიროა გოგირდის დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით თესლში ზეთის წარმოქმნისას.

(B)ბორი- მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ყვავილობისთვის, იგი აუმჯობესებს მტვრის მარცვლის პროდუქტიულობას. ასევე, მონაწილეობს შაქრების ტრანსპორტში, უჯრედის კედლის ფორმირებასა და ამინომჟავების სინთეზში.

(Zn)თუთია- გვხვდება მრავალი ფერმენტის შემადგენლობაში და პასუხისმგებელია მათ სტრუქტურულ სტაბილურობაზე. გარდა ამისა, თუთია მონაწილეობს ფოტოსინთეზის პროცესში, ფესვის, თესლისა და ნაყოფის განვითარებაში. აუმჯობესებს ჰორმონ აუქსინის აქტივობას და აბალანსებს ზოგადად ჰორმონების მოქმედებას.

(Fe)რკინა- მონაწილეობს ქლოროფილის ბიოსინთეზის პროცესში, შესაბამისად, მნიშვნელოვანი როლი აქვს ფოტოსინთეზში. რკინა ასევე უზრუნველყოფს ენერგიის ტრანსპორტს, აზოტის ფიქსაციასა და ლიგნინის ჩამოყალიბებას.

(Mn)მანგანუმი- მთავარ როლს ასრულებს ფოტოსინთეზში. აადვილებს წყლის მოლეკულების ფოტოლიზს და უზრუნვეყოფს ენერგიით მცენარეს, შესაბამისად მანგანუმის დეფიციტი უარყოფითად აისახება ფოტოსინთეზის პროცესზე. იწვევს მცენარის  სხვადასხვა ნაწილში ხსნადი შაქრის კონცენტრაციის მკვეთრ შემცირებას.

(Cu)სპილენძი- მონაწილეობს ლიგნინის სინთეზში. სპილენძი ასევე საჭიროა ფოტოსინთეზის პროცესში, აუცილებელია მცენარეთა სუნთქვისთვის, ხელს უწყობს ნახშირწყლებისა და ცილების მეტაბოლიზმს. სპილენძი ასევე ემსახურება ბოსტნეულში ნაყოფის გემოს, ხოლო ყვავილებში ფერის გაძლიერებას. სპილენძი მანგანუმი და თუთია ერთად აუმჯობესებს აზოტის ეფექტურად გამოყენებას, ზრდის ცილის შემცველობას თესლსა და მარცვლეულში.

(Mo)მოლიბდენი- მოლიბდენი აუცილებელია იმ ორი მნიშვნელოვანი ენზიმის დასინთეზირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ აზოტის ნიტრატული ფორმიდან  ნიტრიტულ ფორმაში გადასვლაში და შემდეგ ამიაკად გარდაქმნაში. ასევე, მოლიბდენი საჭიროა აზოტფიქსატორი ბაქტერიების ფესვთან მიმაგრების პროცესში. მცენარესა და ბაქტერიას შორის ამყარებს კავშირს. მცენარე მოლიბდენს იყენებს არაორგანული ფოსფორის ორგანულ ფორმაში გადასასვლელადაც. იმის გამო, რომ მოლიბდენი მჭიდროდ არის დაკავშირებული აზოტთან, მისი დეფიციტი ადვილად ემსგავსება აზოტის დეფიციტს. მოლიბდენი ერთადერთი მიკროელემენტია, რომელიც მოძრავია მცენარეში, ამიტომ დეფიციტის სიმპტომები ვლინდება ძველ და შუა ფოთლებზე, შემდეგ ის ვრცელდება ღეროსა და ახალ ფოთლებზე.

(Cl)ქლორი- ამ ელემენტის კონცენტრაცია კულტურებში მერყეობს 0.2-2.0%, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს 10%-იანი შემცველობაც. ქლორი წარმოადგენს აქტიურ ოსმოსურ აგენტს – მონაწილეობს ოსმოსური და იონური ბალანსის შენარჩუნების პროცესში. ფოტოსინთეზში – Cl ინარჩუნებს ელექტრონეიტრალობას, რათა მანგანუნი შეძლოს ელექტრონის გაცემა, ამ მანიპულაციის გარეშე ფოტოსინთეზი არ წაიმართება. ქლორის მონაწილეობით იზრდება მცენარის მიერ წყლის შეთვისების და ტენიანობის ხარისხი. ქლორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამარილებული ნიადაგის პირობებში წყლის არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისთვის.

რაც შეეხება მცენარეში ქლორის დეფიციტს, მისი ვიზუალური სიმპტომებია:

  • მცირე ზომის ახალგაზრდა ქლოროზული ფოთლები;
  • მცენარის სრული ჭკნობა;
  • ნეკროზი – მცენარის ზოგიერთ ნაწილებზე;
  • ფოთლების და ფესვების ზრდის შეჩერება ან შენელება.

ნიადაგის ანალიზის ჰოლანდიაში ჩასატარებლად და სწორი რეკომენდაციის მისაღებად ბარაქას აგროსპეციალისტებთან გაიარეთ კონსულტაცია www.baraka.ge

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ბარაქა“.

თქვენი რეკლამა