მარჯანი – კრწანისის ტყეპარკის მობუდარი ფრინველი

მარჯანი

კრწანისის ტყეპარკის მობუდარი ფრინველი მარჯანი – Eurasian hobby (Falco subbuteo) შავარდნისნაირთა რიგის მტაცებელი ფრინველია.

მარჯანი მცირე ზომის მტაცებელი ფრინველია შევარდნისებრთა ოჯახიდან. მისი სხეულის სიგრძე 35 სმ აღწევს. ბინადრობს ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება როგორც დიდ, ისე მცირე კავკასიონზე.

ბინადრობს ევრაზიის ვრცელ ტერიტორიაზე და ჩრდილოეთ აფრიკაში. ამჯობინებს ნათელ ტყეებს ღია ლანდშაფტებთან ერთად. არეალის დიდ ნაწილში გადამფრენი ფრინველია, იზამთრებს აფრიკასა და ტროპიკულ აზიაში. იკვებება მწერებითა და წვრილი ფრინველებით, რომლებსაც იჭერს ფრენაში. საკმაოდ გავრცელებული სახეობაა.

ბუდეს იკეთებს ხეზე. დებს 2-6 (ჩვეულებრივ 2-4) კვერცხს. კრუხობა 28 დღე გრძელდება.

იგი განეკუთვნება შევარდენთა (Falco) გვარს. ამ გვარის რამდენიმე მსგავსი სახეობა, რომელთაც ასევე აქვთ სახელწოდებაში სიტყვა „მარჯანი“, ზოგჯერ გამოიყოფა ცალკე ჯგუფში Hypotriorchis. ამ ჯგუფის საერთო ნიშნებია უპირატესად მუქი რუხი ბუმბული, შავი „ულვაშები“ და შავი სიგრძივი სიჭრელე მუცელზე.

საქართველოში მარჯანი აპრილში მოფრინავს, ხოლო სექტემბერში და ოქტომბერში მიფრინავს. იკვებება წვრილი ფრინველებითა და მსხვილი მწერებით, რომელთაც ჰაერში იჭერს.

წყარო: ველური ბუნების ეროვნული სააგენტო

თქვენი რეკლამა