სერენადე ასო – ინოვაციური ბიოპრეპარატი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ

ფუნგიციდი

სერენადე ასო BAYER-ის ბიოლოგიური ფუნგიციდია, რომელიც მცენარის დაავადებებისგან დაცვის პარალელურად, უზრუნველყოფს მის გაჯანსაღებასა და მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებას.

სერენადე ასო დამზადებულია ბაცილუს სუბტილისის უნიკალურ შტამზე, რომელიც ნიადაგის სასარგებლო ბაქტერიას წარმოადგენს. შესაბამისად, ბიოპრეპარატი სრულიად უსაფრთხოა მცენარისა და გარემოსთვის. გარდა ამისა, სერენადეს დამზადებისას გამოიყენება BAYER-ის მიერ შემუშავებული ფერმენტაციის მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის განსაკუთრებულ ეფექტურობას.

როგორ მოქმედებს სერენადე ასო?

სერენადე ასო ფოთლიდან და ნიადაგიდან მოქმედი პრეპარატია. ნიადაგში შეყვანის შემდეგ, ის სწრაფად წარმოქმნის მჭიდრო ბიოლენტას მცენარეთა ფესვთა სისტემაზე და მოქმედებს როგორც დამცავი ბარიერი ფესვსა და ნიადაგში არსებულ დაავადებებს შორის. პრეპარატში არსებული სასარგებლო ბაქტერია კი გამოიმუშავებს სოკოვან და ანტიბაქტერიულ მეტაბოლიტებს. საბოლოოდ, სერენადე ასო არა მხოლოდ ანადგურებს დაავადებებს, არამედ ააქტიურებს მცენარის ბუნებრივ დაცვით მექანიზმს, აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეთვისების უნარს და ხელს უწყობს კულტურის ზრდას.

როგორ გამოვიყენოთ სერენადე ასო?

სერენადე ასო ეფექტურია ხილის, ბოსტნეულის, კაკლოვნებისა და ვაზის კულტურებში. მისით მცენარის დამუშავება შესაძლებელია ვეგეტაციის სხვადასხვა პერიოდში. ის თავსებადია პესტიციდებთან და თავისუფლად გამოიყენება ფუნგიციდებთან, ინსექტიციდებთან და ბაქტერიციდებთან. ასევე, შეგიძლიათ, პრეპარატი სხვა პროდუქტებს სამუშაო ხსნარის ავზშივე შეურიოთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ სერენადე ასო სერტიფიცირებულია ორგანულ მეურნეობებში გამოსაყენებლად.

პროდუქტზე მეტის გასაგებად ეწვიეთ „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელს ან მის ონლაინ პლატფორმას.

თქვენი რეკლამა