სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. საქართველოს კლიმატურ-ნიადაგური პირობები ბევრი სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოების საშუალებას იძლევა, მათ შორის ხილისა და ბოსტნეულის.
ამ კვლევის მიზანია სტაფილოს ღირებულებათა ჯაჭვის შესწავლა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და იმის დადგენა თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ეს სექტორი.
კვლევა მიზნად ისახავს სტაფილოს ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეების განსაზღვრას, მათი ურთერთკავშირების დადგენასა და ევროკავშირის ბაზარზე სტაფილოს საექპორტო პოტენციალის კვლევას.
კვლევა ეფუძნება სამაგიდე და საველე სამუშაოებს, რომელთა განმავლობაშიც მოხდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტაფილოს წარმოება-გასაღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.
სტაფილოს წარმოება საქართველოში სეზონურია და ძირითადად იმპორტული სტაფილო მოიხმარება. საქართველოში სტაფილოს წარმოებაში წამყვანი რეგიონებია სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სტაფილოს წარმოება საქართველოში დაღმავალი ტრენდით ხასიათდება და 2014 წელს თუ 4.9 ათასი ტონა იყო, 2017 წელს 4-ჯერ ნაკლები სტაფილო იწარმოა ქვეყანაში.
სტაფილო ისევე როგორც სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ძირითადად თურქეთიდან შემოდის საქართველოში.
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ
იხილეთ აგრეთვე: ჟოლოს ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი მცხეთა-მთიანეთში