რატომ არის საჭირო ჰუმინო და ფულვო მჟავები და რა განსხვავებაა მათ შორის – EarthGreen-ის მიხედვით

მჟავები

ჰუმინო და ფულვო მჟავები წარმოადგენენ ჰუმინურ ნივთიერებებს.  თუმცა არსებობს რამდენიმე საკვანძო განსხვავება, რაც განაპირობებს მათ უპირატესობებს.  ისინი განსხვავდებიან ნახშირბადისა და ჟანგბადის შემცველობით, მჟავიანობით, პოლიმერიზაციის ხარისხის, მოლეკულური წონისა და ფერის მიხედვით. ჰუმინო მჟავები არიან დიდი ზომის მოლეკულები, მათი საუკეთესო თვისებები ვლინდება ნიადაგში, ისინი ქმნიან მცენარის განვითარებისთვის ოპტიმალურ გარემოს. რაც შეეხება ფულვო მჟავებს, ისინი კარგად მუშაობენ როგორც ნიადაგში, ისე ფოთლიდან გამოკვებაში, საიდანაც ისინი უჯრედის მემბრანის საშუალებით მცენარეს აწვდიან საჭირო საკვებ ელემენტებს. ჰუმინო და ფულვო მჟავების საუკეთესო შედეგი ვლინდება მათი ერთად გამოყენებისას.

ჰუმინო მჟავები

ჰუმინო მჟავები არიან დიდი ზომის, შავი ფერის მოლეკულები, რომლებიც შეიცავენ ნახშირბადს, ჟანგბადს, აზოტს, წყალბადსა და ფოსფორს. ჰუმინო მჟავების ზუსტი შემცველობა დამოკიდებულია მათი წარმოშობის წყაროზე. ისინი არ იხსნებიან მჟავე პირობებში,  თუმცა კარგად იხსნებიან ტუტე რეაქციის მქონდე ნიადაგებში.  ჰუმინო მჟავები ნიადაგში არსებულ აუთვისებელ საკვებ ნივთიერებებს ხდიან მცენარისათვის ასათვისებელს, გარდა ამისა, ხელს უშლიან ტოქსიკური მეტალებისა და მავნე ნივთიერებების შეღწევას მცენარეში. ასევე, ისინი ასტიმულირებენ მიკროორგანიზმების აქტივობას ნიადაგში, ზრდიან ნიადაგის წყალშეკავების უნარს და უზრუნველყოფენ ფესვის განვითარებას.  ჰუმინო მჟავები ზრდიან მცენარის უჯრედის კედლის გამტარებლობას და აქედან გამომდინარე უკეთესად ხდება საკვები ელემენტების შეთვისება. ჰუმინო მჟავები წარმოადგენენ ნიადაგის, როგორც ერთი დიდი სისტემის, უკეთ მუშაობის მთავარ კომპონენტს. ისინი შეგვიძლია მოვიხსენიოთ როგორც „ხიდი“ ნიადაგსა და მცენარეს შორის.

ფულვო მჟავები

ფულვო მჟავები ბევრად მცირე ზომის მოლეკულები არიან ვიდრე ჰუმინო მჟავები. ისინი ხსნადები არიან ნებისმიერი pH-ის მქონე ხსნარში. ფულვომჟავები შეიცავენ ნახშირბადს, წყალბადს, ჟანგბადსა და აზოტს. აქვთ ოქროსფერი შეფერილობა. იმის გამო რომ ჰუმინო მჟავებთან შედარებით ფულვო მჟავები დაახლოებით ორჯერ მეტი რაოდენობის ჟანგბადს შეიცავენ,  ისინი ბიოლოგიურად უფრო აქტიურები არიან. ფულვო მჟავების მთავარი უპირატესობა არის საკვები ნივთიერებების შეთვისების გაუმჯობესება. ისინი არიან საუკეთესო ნახშირბადის შემცველი საუკეთესო მახელატებელი ნაერთები.  ფულვომჟავები შეგვიძლია მივიჩნიოთ როგორც „მატარებელი“, რომელსაც საკვები ელემენტები გადააქვს ნიადაგიდან მცენარეში.

ფულვო და ჰუმინო მჟავები, ორივე აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენენ ჯანსაღი მცენარის მისაღებად. მხოლოდ ერთის გამოყენება მთლიანად ცვლის მათ სარგებელს. ისინი მოქმედებენ „ტანდემში“,  რათა უზრუნველყონ ოპტიმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭირო გარემოს შექმნა. მაგალითად, ჰუმინო მჟავები ზრდიან უჯრედის მემბრანის გამტარებლობას, რათა ფულვო მჟავებმა უფრო უკეთესად შეძლონ ნივთიერებების ტრანსპორტი მცენარეში. ასევე, რადგან ფულვო მჟავები წარმოადგენენ საკვები ნივთიერებების „მატარებელს“ მცენარეში, ჰუმინო მჟავები ამ საკვებ ნივთიერებებს ხდიან  მათთვის ხელმისაწვდომს.  ისინი ერთად უკეთესად ზრდიან წყლის შეკავების უნარსა და ასტიმულირებენ ფესვის განვითარებას.

აგრონომის რეკომენდაცია:

ჰუმინო და ფულვო მჟავების გამოყენება შეგიძლიათ მთელი ვეგეტაციის განმავლობაში, თუმცა მაქსიმალური ეფექტის მისაღებად უმჯობესია თუ მას გამოიყენებთ ყვავილობის დამთავრებიდან სიმწიფის პერიოდამდე. ყოველი მორწყვისას ან ყოველი სასუქის შეტანისას, რათა გააუმჯობესოთ ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმების აქტივობა და რაც მთავარია უზრუნველყოთ  მცენარის მიერ ნიადაგში არსებული საკვები ელემენტების მაქსიმალური ათვისება.

რეკომენდებული პროდუქტებია – ფულვიტეკი (Nufol, Spain) | ნატურვიტალ 15 (Daymsa, Spain) | რუტიპ სტარტი (Altinco, Spain)

სტატიაზე იმუშავა:

აგრონომი: ნიკა ახობაძე

კომპანია: იოტო აგრო www.iotoagro.ge | 0322 11 1717

წყარო: http://www.earthgreen.com/humic-vs-fulvic-acids

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ იოტო აგრო. დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.

თქვენი რეკლამა