![vardis_saTburshi_moyvana_6252527188171818272_8922782891918191982_11119272819918191 ვარდის, სათბური, ვარდი](https://agrokavkaz.ge/wp-content/uploads/2020/10/vardis_satburshi_moyvana_6252527188171818272_8922782891918191982_11119272819918191.jpg)
ვარდი (ლათ. Rosa) – მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა (ასკილი, ლათ.-Rosa Canina), რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში 25-მდე სახეობაა.
ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 მ-მდე აღწევს.
ზოგიერთ სახეობას გრძელი (10-12 მ-მდე) ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულია ეკლებით. ფოთოლი კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით განლაგებული.
ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა (2-15 სმ დიამეტრის), არომატული ან უსუნო; ფერად ვარდისფერი, წითელი, თეთრი, ყვითლი, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი. შეკრებილია ქოლგისებრ-საგველა ყვავილედებად ან ერთეულია.
ნაყოფი ერთთესლიანი (ზოგჯერ რამდენიმეთესლიანი) კაკლუჭაა, რომელიც ხორცოვან ცრუნაყოფშია.
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ
იხილეთ აგრეთვე: ვარდის დარგვა – დასარგავი ადგილის შერჩევა, მომზადება, დარგვა