სტაფილო მიეკუთვნება ნიახურისებრთა (Apiaceae) ოჯახს და სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების პირობებში დათესვიდან სამ კვირაში აღმოცენდება.
მოვლის წესების დარღვევის შემთხვევაში, სტაფილოს აღმოცენებას შეიძლება ერთ თვეზე მეტიც დასჭირდეს და ამიტომ მნიშვნელოვანია სტაფილოს დათესვა მოხდეს ზამთარ-გაზაფხულის პერიოდში რაც შეიძლება ადრე.
ამ შემთხვევაში თესლი სრულად ითვისებს ნიადაგში არსებულ ტენს, რაც ხელს უწყობს აღმოცენებას, თუმცა დაუშვებელია ტენის სიჭარბე, რომელიც სოკოვან დაავედებებს იწვევს და ხელს უწყობს სტაფილოს ლპობას.
ამრიგად, სტაფილო ტენის ზომიერად მომთხოვნი მცენარეა. რაც შეეხება კლიმატურ პირობებს, სტაფილოსთვის ზომიერი კლიმატი არის ყველაზე მისაღები და მასზე უარყოფითად მოქმედებს მაღალი ტემპერატურა და მშრალი ნიადაგი.
სტაფილოსათვის საუკეთესო წინამორბედი კუტურებია: კიტრი, კომბოსტო, პომიდორი, ხახვი, საადრეო კარტოფილი, პარკოსნები და სხვ.
იხილეთ: სტაფილო – მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია და ჯიშები
სტაფილოს წარმოება საქართველოში სეზონურია და ძირითადად იმპორტული სტაფილო მოიხმარება. ადგილობრივ ბაზარზე სტაფილოს მიწოდება ივლისის შუა რიცხვებში ქვემო ქართლიდან იწყება, სექტემბრის დასაწყისში – სამცხე-ჯავახეთის დაბლობიდან, ხოლო სექტემბრის შუა რიცხვებიდან სამცხე-ჯავახეთის მაღლობიდან გრძელდება.
ადგილობრივი წარმოების ბაზარზე სტაფილო ხელმისაწვდომია თებერვლის ბოლომდე და შემდეგ ბაზარში იმპორტული სტაფილო დომინირებს.
აღსანიშნავია, რომ სტაფილოს წარმოება საქართველოში 2014-2017 წლების პერიოდში დაღმავალი ტრენდით ხასიათდებოდა და 2014 წელს თუ 4.9 ათასი ტონა იყო, 2017 წელს 4-ჯერ ნაკლები სტაფილო იწარმოა ქვეყანაში.
დიაგრამა 1. სტაფილოს წარმოება საქართველოში 2014-2017 წწ.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ 2006-2013 წლებში სტაფილოს წარმოება წლიდან წლამდე ძალიან დიდი ცვალებადობით ხასიათდებოდა, თუმცა აშკარა იყო ზრდის ტრენდი, რომელიც ასახულია ქვემოთ დიაგრამაზე:
დიაგრამა 2. სტაფილოს წარმოება საქართველოში 2006-2013 წწ.
2006-2013 წწ მონაცემები არ არის შესადარისი 2014-2017 წწ მონაცემებთან თუმცა ცხადია, რომ თუ 2014 წლამდე ზოგ წელს ფიქსირდებოდა წარმოების ზდრა, მაშინ როდესაც 2014 წლის შემდეგ მხოლოდ შემცირება ფიქსირდება.
ამის შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ფერმერები უფრო რენტაბელურ და ნიშურ პროდუქტებზე გადაერთვნენ. თუმცა, ვინაიდან მოთხოვნა სტაფილოზე მსოფლიოში და საქართველოშიც მაღალია, მნიშვნელოვანია მისი ადგილობრივი წარმოების პოტენციალის შესწავლა.
სტაფილოს წარმოება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
მიუხედავად იმისა, რომ სტაფილოს წარმოების რეგიონალური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, ლიტერატურის მიმოხილვიდან ირკვევა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ქვემო ქართლის რეგიონთან ერთად წარმოადგენს სტაფილოს ძირითად მწარმოებელ რეგიონებს საქართველოში.
ცხადია სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის წამყავნი კულტურა კარტოფილია, 2017 წელს სტაფილო იყო მესამე ადგილზე ერთწლოვანი კულტურების ნათესი ფართობის მიხედვით. ერთწლოვანი კულტურების ნათესი ფართობების 90.9% მოდიოდა კარტოფილზე, 1.7% – ჭარხალზე და 1.5% – სტაფილოზე.
რაც შეეხება სტაფილოს ნათესი ფართობების სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის გადანაწილებას, ყველაზე მეტი ფართობი 2017 წელს სტაფილოს ეკავა ახალქალა ქის მუნიციპალიტეტში.
დიაგრამა 3. სტაფილოს ნათესი ფართობების გადანაწილება მუნიციპალიტეტებს შორის, 2017 წელი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შემდეგ, სადაც სტაფილოს ნათესი ფართობების 53% არის კონცენტრირებული, მოდის ნინოწმინდას მუნიციპალიტეტი, სადაც სტაფილოს ნათესი ფარ-თობების 22% არის განლაგებული და 11% არის განლაგებული ახალციხის მუნიციპალიტეტში.
დიაგრამა 4-ში თავმოყრილია ინფორმაცია სტაფილოს მოსავალსა და მოსავლიანობაზე.
დიაგრამა 4. სტაფილოს მოსავლიაონობა მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2017 წელი
როგორც ზემოთმოცემულ ცხრილში ჩანს, ყველაზე მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა ადიგენის მუნიციპალიტეტი, სადაც საჰექტრო მოსავლიანობა შეადგენს 34 ტონას, მაშინ როცა ახალქალაქში ეს მაჩვენებელი არის 19 ტ/ჰა.
ყველაზე დაბალი მოსავლიანობა დაფიქსირდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში და იგი მხოლოდ 5 ტონას შეადგენს ჰექტარზე.
აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის სტაფილოს ფასი უფრო დაბალია, ვიდრე საშუალო ფასი საქართველოს მასშტაბით და იმპორტული სტაფილოს ფასი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სამცხე-ჯავახეთის სტაფილოს ახასიათებს მაღალი კონკურენტუნარიანობა ფასის თვალსაზრისით.
აქვე გთავაზობთ სტაილოს ფასის დიაგრამას.
დიაგრამა 5. სტაფილოს ფასი
იხლეთ: სტაფილოს ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში