როგორ ვაწარმოოთ ჯარას თაფლი

ჯარა – ფუტკრის ქართული ტრადიციული სკაა, რომელიც ფუტკრის მოშინაურების მიზნით საქართველოში უძველესი დროიდან გამოიყენება.

ზუსტი მტკიცებულება, თუ როდის გაჩნდა ჯარა საქართველოში, არ არსებობს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციის თანახმად, უძველესმა მკვიდრებმა ფუტკრები ხის ფუღუროში აღმოაჩინეს და იმ ადგილს ტყეში ,,თაფლის ხე“ უწოდეს. მოგვიანებით, მათ გააცნობიერეს, რომ შესაძლო იყო ხეების ანალოგიურად ,,თაფლის ხეებად“ გარდაქმნა.

ისინი აგროვებდნენ გარეული ფუტკრის ნაყარს და სპეციალურად ორ ნაწილად გაჭრილი ხის მორის შუაგულში ათავსებდნენ. შემდეგ, დამზადებულ ხის მორებს ხეებზე, დათვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ალაგებდნენ. სწორედ ამ ხის მორებს უწოდებდნენ ჯარას.

მე-19 საუკუნეში ჩარჩოიანი სკების გამოგონების შემდეგ ჯარას სკების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, აჭარაში თანამედროვე სკების პარალელურად ჯარაც განაგრძობს არსებობას.

სახელმძღვანელოში აღწერილია ის ძირითადი ნაბიჯები, რომლებიც ჯარას მეფუტკრეობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ ჯარას თაფლის წარმოებისას.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

ჯარა, თაფლია, სკა, სახელმძღვანელო

ბაღების დაფინანსება