როგორ ემზადება თანამედროვე ფერმერი დიდი შემოდგომისთვის? – ინტერვიუ მამუკა ქვლივიძესთან

ფერმერი

ფერმერი მამუკა ქვლივიძე 10 წელზე მეტია მიწათმოქმედებას ეწევა და საგარეჯოში საზამთრო და სიმინდი მოჰყავს. გაზაფხულზე შესასრულებელ სამუშაოებს უკვე შეუდგა და საჭირო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაც უკვე მოიმარაგა. მასალებითა და ტექნიკით წლებია მამუკას მისი საიმედო პარტნიორი „აგროსფერო“ უზრუნველყოფს.

როგორია შემოდგომისთვის მზადების პროცესი და რა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ეხმარება მას სამუშაოების წარმატებით შესრულებაში? – ამ და სხვა კითხვებით მამუკა ქვლივიძეს მივმართეთ.

როგორია საშემოდგომო სამზადისი და რა ტიპის აგროპროდუქციას იყენებთ მეურნეობაში?

ნაკვეთები უკვე დახნული და კულტივირებულია, დათესვასა და მიწაში სასუქების შეტანას კი უახლოეს პერიოდში შევუდგებით. ნიადაგის დამუშავებისთვის რამდენიმე წელია უკვე ტრაქტორ CLAAS AXION-ს ვიყენებ, რომელიც ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია და მნიშვნელოვნად აჩქარებს მუშაობის პროცესს. მისი სიმძლავრის დახმარებით კი, ნებისმიერი სიმძიმის სამუშაოს მარტივად ვუმკლავდები. CLAAS AXION-ით ვამუშავებ სხვა ფერმერების მიწებსაც, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროა.

სათესლე მასალების შერჩევისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხარისხი, ამიტომ სიმინდის სათესლე მასალად DEKALB DKC 6980-ს ვიყენებ, საზამთროსთვის კი – ტალისმანზე ვაკეთებ არჩევანს. გარდა იმისა, რომ ისინი დაავადებების მიმართ მაღალი რეზისტენტობით გამოირჩევიან, იდეალურად ერგებიან საგარეჯოს პირობებს. შედეგად, მოსავალიც ხარისხიანი და უხვია ხოლმე.

სასუქად კომპლექსურ გრანულირებულ სასუქ იარამილას ვიყენებ, რომელიც მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა, მცენარეს ყველა საჭირო მინერალური ელემენტით კვებას და მის გაძლიერება-გაჯანსაღებას უზრუნველყოფს.

სარგებლობთ თუ არა „აგროსფეროს“ სხვა მომსახურებითაც?

„აგროსფეროსთან“ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ კომპანია არა მხოლოდ პროდუქციით გვამარაგებს, არამედ გვიწევს კონსულტაციასაც. კომპანიის სპეციალისტები გვირჩევენ შესაფერის სათესლე მასალას, სასუქსა თუ მცენარეთა დაცვის საშუალებებს. ასევე, გვეხმარებიან სქემის შედგენაში – როდის, რა ოდენობის და რა ტიპის მასალა უნდა გამოვიყენოთ.

უნდა აღვნიშნო „აგროსფეროს“ საგარანტიო პირობებიც, რომლებიც CLAAS-ისა თუ სხვა ბრენდების აგროტექნიკაზე მოქმედებს. ნებისმიერი დეტალის გაფუჭების შემთხვევაში კომპანიის გუნდი ადგილზე მოდის და მათ შეკეთებას უპრობლემოდ უზრუნველყოფს.

როდის ელოდებით მოსავალს და რა მოლოდინი გაქვთ?

კახეთის სხვა მხარეებთან შედარებით, საგარეჯოში კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მოსავალს ცოტა გვიან, ოქტომბერში ვიღებთ. მოლოდინები კი საკმაოდ დიდი გვაქვს, იმედის საფუძველს სწორად შერჩეული და ხარისხიანი აგროპროდუქტები გვაძლევს. თუ ამინდიც შეგვიწყობს ხელს, მჯერა, მოსავალი წელსაც უხვი და გამორჩეული ხარისხის იქნება.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსფერო“. https://agrosphere.ge/

თქვენი რეკლამა