როგორ გავსხლათ შავი მოცხარის ბუჩქი

მოცხარი, გასხვლა, ფორმირება

როგორ გავსხლათ შავი მოცხარის მსხმოიარე ბუჩქები

შავი მოცხარის (ლათ. Ribes nigrum, რუს. смородина черная) მსხმოიარე ბუჩქების გასხვლის მთავარი პრინციპია-მობერებული ძირითადი ტოტების, ახალი ნაზარდით დროული შეცვლა და რეგულარული გამეჩხრება, მეტისმეტი გახშირების თავიდან ასაცილებლად.

ტოტებს, რომლებიც 4 წლის განმავლობაში მსხმოიარობდნენ, ძირში მოვჭრით და შევცვლით ძლიერი ერთწლიანი ნაზარდით. მობერებული ტოტები მუქი რუხი ან მქრქალი შავი შეფერილობისაა.

საჭირო რაოდენობის შემცვლელი ტოტების შერჩევის შემდეგ, დანრჩენ ერთწლიან ტოტებს, თუ ისინი მეტისმეტად ახშირებენ ბუჩქს, ძირიანად ვჭრით.

მოვჭრით აგრეთვე მოცხარის დაზიანებულ და ხმელ ტოტებსაც. ზოგჯერ საჭიროა ახალგაზრდა ძირითადი ტოტები დავამოკლოთ გვერდითა განტოტვაზე, თუ მათ უფრო შესაფერისი მდებარეობა აქვთ და არ ახშირებენ ბუჩქს.

მსხმოიარე ბუჩქების სხვლისას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ზოგიერთი გარეთა ტოტი ძლიერ დახრილია ან მიწაზეა განრთხმული, ასეთი ტოტები ნაკლებპროდუქტიულია და ხელს უშლის დამუშავებას, ამიტომ ისინი უნდა მოცვაცილოთ.

კარგი მოვლის შედეგად ბუჩქში წარმოიქმნება მრავალი ღონიერი ერთწლიანი ტოტი. სხვლის დროს უმჯობესია დავტოვოთ ზოგიერთი მათგანი და გამოვხშიროთ ბებერი ტოტები.

სხვლის შესაბამისი სიძლიერის კარგი მაჩვენებელია ბებერ ტოტებზე ერთწლიანი ნაზარდების სიგრძე, თუ მათი სიგრძე 20 სმ-ზე ნაკლებია, მაშინ სხვლას ვაძლიერებთ.

როგორ გავსხლათ შავი მოცხარის მოუვლელი ბუჩქები

შავი მოცხარის ბუჩქები თუ გაუსხლავად დიდხანს დავტოვეთ, ძლიერ ხშირდება, წარმოშობს სუსტ ნაზარდს და ბევრი ბებერი, შესაბამისად ძალზე ცოტა ახალგაზრდა ღონიერი ტოტები აქვს.

ზრდის აღსადგენად საჭიროა ძლიერი გამეჩხრება. ბუჩქს ვაცლით მთელ ხმელ, დაზიანებულ და გადატეხილ ტოტებს, განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა გარეთა გადმოკიდებულ და შიდა ბუჩქის გამახშირებელი ტოტების მოჭრას. ვაცილებთ ერთწლოვან ტოტებსაც, ვტოვებთ მხოლოდ 3-4 მათგანს ბებერი ტოტების სანაცვლოდ.

თუ ბუჩქში საკმარისად არ არის ახალგაზრდა ღონიერი ტოტები, უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები ფესვის ამონაყარის გასაჩენად. ამ მიზნით ძირთან მოვჭრით 2-3 ბებერ ტოტს.

მოუვლელი ბუჩქის სხვლის ძირითადი მიზანი ის არის რომ, გამოვიწვიოთ ახალი ძლიერი ნაზარდის წარმოშობა და ამ ამ ამონაყარით, თანდათან შევცვალოთ ძველი ტოტები.

ერთი წლის განმავლობაში ძველი ტოტების მოჭრა არა არის მიზანშეწონილი, მათ შეცვლას ანხორციელებენ 2-3 წლის განმავლობაში.

საჭიროა თუ არა შავი მოცხარის ბუჩქის ყოველწლიურად გასხვლა

შავი მოცხარის ბუჩქის ძირითადი ტოტები, ხარისხიან ნაყოფს გვაძლევს მეხუთე წლამდე. ბებერი ტოტების ნაყოფი პატარავდება და ხარისხიც უარესდება. შავი მოცხარის ბუჩქში სხვადასხვა ასაკის ტოტებს შორის, წონასწორობის შენარჩუნებლად აუცილებელია ყოველწლიური სხვლა.

რა ასაკამდე შეიძლება დავტოვოთ შავი მოცხარის ბუჩქი

შავი მოცხარის ბუჩქი დარგვიდან მსხმოიარობს მეორე-მესამე წელს, მეხუთე-მეექვსე წლამდე მოსავლიანობა იზრდება, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში ერთ დონეზე რჩება, მერე კი მკვეთრად კლებულობს.

მაშასადამე, შავი მოცხარის ბუჩქების მაღალი პროდუქრტიულობა დარგვის მეორე-მესამე წლიდან, 6-8 წელი გრძელდება ანუ  ბუჩქი შეგვიძლია 10-12 წლის ასაკამდე შემოსავლიანი, გამაახალგაზრდავებელი სხვლის მეშვეობით პროდუქტიულობა კიდევ 2-3 წლით იზრდება, რის შემდეგაც ბუჩქი ამოიძირკვება.

იხილეთ სტატია:  შავი მოცხარი-შავი მოცხარის დარგვისა და ფორმირების ცნობარი

თქვენი რეკლამა