ფსტა (ფისტა – Pistacia) დარგვა – გამრავლება

ფისტა, ფსტა, ფისტაშკა

ფსტა – (ლათ. Pistacia Vera რუს. фисташка, მესხური-ფისტიღი, ჭანური – ჶისტიკი, სულხან-საბა–ორბელიანი – ფისტა, რაფიელ ერისთავი – ფუსტუღი.)

ზოგადი ინფორმაცია

ფსტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკლოვანი მცენარეა. ფსტას სამშობლოს ითვლება – ირანი. რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში ფისტა აქტიურად ვრცელდებოდა და იზრდებოდა ვრცელ ტერიტორიაზე ავღანეთიდან – სირიამდე, დასავლეთ აზიაში, კავკასიაში (მათ შორის საქართველოში).

რომის იმპერიის ზეობის ხანაში, ფსტა სირიიდან შეიტანეს იტალიაში და საბერძნეთში.

აშშ-ში, ფსტას კულტივირება კომერციული თვალსაზრისით დაიწყეს 19-ე საუკუნუ ბოლოს (1890 წ.) კალიფორნიაში. ამჟამად აშშ, ამ ძვირადღირებული პროდუქტის წარმოებით მხოლოდ ირანს ჩამორჩება.

დღეს ფსტას სამრეწველო მიზნით აწარმოებენ: ირანი, აშშ, თურქეთი, სირია, ჩინეთი, საბერძნეთი, ავღანეთი, იტალია და სხვა.

სპეციფიკური მონაცემები

  • ფსტა – 5-7 (იშვიათად 10) მეტრის, ორსახლიანი მცენარეა, ბუნებრივი გავრცელების ადგილებში მეტი რაოდენობით გხვდება მამრობითი მცენარეები;
  • ფსტა სინათლის მოყვარული, ყინვა (-150C) და გვალვაგამძლე მცენარეა (500C);
  • მისი კულტივირება მიზანშეწონილია არაუმეტეს 800-900 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან;
  • აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ 3000-35000C;
  • ნიადაგის ოპტიმალური рН= 7,0 – 7,8.
  • საუკეთესოა ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, პირველივე წელს მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებამ შეიძლება 1.2-1.5 მეტრს მიაღწიოს.

ფისტა

გამრავლების შესახებ

ფსტას ძირითადად ამრავლებენ თესლით და მყნობით (საძირედ იყენებენ საკმლის (კევის) ხის ნერგებს.

თესვისთვის იყენებენ 1 ჰექტარზე 65-75 კგ. 1000 ცალი – 1კგ-ს ანგარიშით.

ახალ თესლს ალბობენ ზრდის სტიმულატორში, ან წყალში ორი დღის განმავლობაში და თესავენ ქვიშიან ნიადაგში, გადააფარებენ ცელოფანს. შემდეგ როდესაც ამოიზრდება 2-2.5 სმ-ზე, გადააქვთ სანერგეში-15 სმ მცენარეთა შორის, 90 სმ – რიგთა შორის. ორი თვის შემდეგ ნერგები მიაღწევენ 10-15 სმ-ს.

საოჯახო პირობებში ძნელია ნერგის გამოყვანა, ამასთან ძალიან რთულია მდედრობითი და მამრობითი მცენარეების გარჩევა. ჩვენი აზრით უკეთესია თქვენთვის სანდო სანერგეში შეიძინოთ უკვე ჩამოყალიბებული ნერგები და ასე გააშენოთ ფსტას ბაღი.

1 მამრობითი მცენარე 8-10 მდედრობითი მცენარის დამტვერიანებისთვის არის საკმარისი.

დარგვისას მცენარეთა შორის მანძილი საშუალოდ 5.5-6.0 მეტრია.

ყვავილობა: მარტის ბოლო-აპრილის დასაწყისი;
ნაყოფის სიმწიფე: აგვისტო-სექტემბერი.

პერსპექტიულია აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ ადგილებში.

ფისტაშკა

მოსავალი

პირველი კაკლები, ჯიშის მიხედვით 7-10 წლის ასაკში გამოაქვს ფსტას, სრულ მოსავლიანობას დაახლოებით 20 წლის ასაკში აღწევს. მოსავლიანობა ძირზე საშუალოდ 25-35 კგ-ს შეადგენს.

ფსტა მოსავალს 300 წლის განმავლობაში იძლევა, თუმცა არის მცენარეები, რომლებიც 500 წლის ასაკშიც იძლევიან მოსავალს.

აგროკავკასია

თქვენი რეკლამა