სამხრეთ კორეის ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ G+FLAS Life Sciences-მა და Bayer AG-მა, ბოსტნეულის თესლის ერთ-ერთმა წამყვანმა მწარმოებელმა მსოფლიოში, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ ითანამშრომლონ პომიდვრის ახალი სახეობების შემუშავებაზე, რომლებიც გამდიდრებული იქნება D3 ვიტამინით.
ამის შესახებ Fruitnet-ი იუწყება.
„განზრახვის ეს წერილი ხაზს უსვამს G+FLAS-ისა და Bayer AG-ის საერთო ინტერესს პომიდვრის თესლის შემუშავებაში, რომელიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს მაღალ კომერციულ სტანდარტებს, არამედ აერთიანებს მოწინავე გენეტიკურ თვისებებს G+FLAS-ის CRISPR გენომის რედაქტირების ტექნოლოგიის მეშვეობით“, განმარტავს ენ უილიამსი, ბაიერის დაცული ნიადაგის სამმართველოს, ბოსტნეულის კულტურების სათესლე მასალის განყოფილების ხელმძღვანელი. – „კვების გასაუმჯობესებლად გენის რედაქტირების ზუსტი ტექნიკის გამოყენება ხელს უწყობს ოჯახებისთვის უფრო ჯანსაღ კვებას მთელს მსოფლიოში“.
G+FLAS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დოქტორმა სუნჰვა ჩოემ აღნიშნა: „ამ პერსპექტიული თანამშრომლობის შედეგად მიღებული თესლები შექმნილია გლობალური პრობლემების გადასაჭრელად ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის უზრუნველყოფით. D ვიტამინის დეფიციტი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პრობლემაა“.
იხილეთ აგრეთვე: პომიდორი – მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია და ჯიშები