1. ჩალის ჭამადობა რომ გაიზარდოს, ზამთარში 10 კგ. დაქუცმაცებულ ჩალას მოასხამენ 100-200 გრ. მარილს, გახსნილს 8-10ლ. 20-30 0C-იან ტემპერატურის წყალში, 30 წუთით ადრე ჭამამდე;
2. მრპ-თვის სასიკვდილო დოზაა 1,5-3 კგ. მარილი, ანუ 3-7 გრ. 1კგ. ცოცხალ წონაზე;
3. მეწველ ფურს ეძლევა 5-7გრ. მარილი 100 კგ ცოცხალ წონაზე, შესაბამისად, 2 გრ. თითო ლიტრ მონაწველ რძეზე;
4. საქონელს მარილი განსაკუთრებით ზაფხულში სჭირდება;
5. მერძეულ საქონელს ეძლევა 5-6კგ. სილოსი 100კგ. ცოცხალ წონაზე ანუ შესაბამისად, 25-30 კგ. დღეში ერთ სულზე;
6. მეწველ ძროხას რეკომენდებულია მივცეთ 1,5 კგ. თივა 100კგ. ცოცხალ წონაზე. ერთ სულზე 2-3კგ-ზე ნაკლები თივის მიცემისას ცხიმიანობა 0,5-0,8%-ით მცირდება;
7. 15 კგ ნაწველის დროს მეწველ ფურს (დაახლოებით 500კგ-მდე წონის) სჭირდება 7,5 კგ. თივა და 3,5კგ. კონცენტრატი, ხოლო 10კგ. ნაწველის დროს – 1,5 კგ. კონცენტრატი;
8. საქონელს არ უნდა მივცეთ იმაზე მეტი კონცენტრატი, რისი ჭამაც არ შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავს წონას;
9. კონცენტრატის მაქსიმალური რაოდენობა მაღალპროდუქტიული საქონლისთვის 5,5-6,5კგ-ია, ხოლო საშუალო ჯიშისთვის – 4,5კგ;
10. წელიწადში 1 სულ საქონელს სჭირდება საშუალოდ 4-5ტ. თივა. 1 წელზე მეტი ხნის მოზარდს 1,5-1,8 ტ, 1 წელზე ნაკლები ასაკისას 1-1,3 ტ;
11. ძროხისგან 3500-4000 კგ რძის მისაღებად წელიწადში საჭიროა, მიახლოებით:
- თივა – 2ტ;
- ჩალა – 0,5-1ტ;
- სილოსი – 4 ტ;
- სენაჟი – 2,5 ტ;
- მწვანე მასა – 10ტ;
- ძირნაყოფები – 2,5 ტ;
- კონცენტრატები – 1ტ.
12. თუ არ გვექნება სილოსი, გაგვეზრდება თივისა და კონცენტრატების ხარჯი;
13. მეწველ საქონელს 3500-4000 კგ. რძის მოსაწველად სჭირდება 4 000-4 200 კგ. საკვები ერთეული;
14. საქონელი, რომელიც ღებულობს სილოსს, ღებულობს A ვიტამინებს;
15. ძროხას 1კგ. ცოცხალ წონაზე სჭირდება 130-150 გრ წყალი + დღიური ნაწველი x 0,87 (წყალი – 87% რძეში). შესაბამისად, 1კგ. რძის წარმოებისთვის საჭიროა 2,31 – 3,17ლ. წყალი;
16. მაკე ძროხის წველადობა მაკეობის ბოლო თვეებში 50%-ით მცირდება;
17. ცხელ დღეებში ძროხა 10-15%-ით მეტ წყალს სვამს;
18. ძროხისთვის აუცილებელია მოწველის შემდეგ წყლის მიწოდება;
19. 1კგ. საძოვრულ საკვებს სჭირდება 1ლ. წყალი, თუ ზაფხულში არ იწვიმებს საკვების
მოთხოვნა მცირდება 30%-ით;
20. ზედმეტი წყალი ხბორებში მუცლის ჩამობერვას იწვევს;
21. მეწველ ძროხას აუცილებლად სჭირდება ფოსფორი. საკვებში ის, უმეტესად, მცირე რაოდენობითაა;
22. ძროხას 100კგ. ცოცხალ წონაზე უნდა დავუმატოთ 3გრ. საჭმელი ფოსფატი (ან დავარეგულიროთ დიკალციფოსფატით) სიცოცხლის შესანარჩუნებლად და 3გრ. 4%-იანი ცხიმიანი რძის მისაღებად.
მიხეილ ჭიჭაყუა, ბიოლოგიის დოქტორი.