ჭრაქი (მილდიუ) ვაზის ყველაზე გავრცელებული და მასიური ზიანის მომტანი სოკოვანი დაავადებაა. დაავადების გამომწვევი სოკოა – Plasmopara viticola.
პათოგენის სამშობლოა ამერიკა, საიდანაც ის პირველად ევროპაში გავრცელდა, ხოლო მე-19 საუკუნის 80-იან წლებში საქართველოშიც შემოაღწია და საქართველოს მევენახეობის რეგიონების პარალიზება და ზოგ შემთხვევაში მასიური განადგურებაც გამოიწვია.
დაავადება გავრცელებას იწყებს გაზაფხულზე, როცა ჰაერის დღეღამური საშუალო ტემპერატურა 130-ს მიაღწევს, ხოლო ფარდობითი ტენიანობა 85-100%-ის ფარგლებშია. მასიური გავრცელებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა – 18-250C
პათოგენი აზიანებს მცენარის ყველა მწვანე ნაწილს, მაგრამ განსაკუთრებით მოწყვლადია ნორჩი ყვავილედები და საშუალო ხნოვანების ფოთლები. ნორჩი, ახალგამოსული ფოთლები, ბაგეების არარსებობის გამო დაცულია ინფექციისგან, ხოლო ასაკოვანი და გახევებული ფოთლები ნაკლებად ზიანდება.
სოკოს სპორები ძლიერი ნალექის შემდეგ გავრცელებას იწყებს მიწის ზედაპირიდან, საიდანაც გაიფრქვევიან წვიმის წვეთებთან ერთად და ფოთლის ქვედა მხარეზე და ყვავილედებზე სახლდებიან, საიდანაც ბაგეების საშუალებით აღწევენ მცენარეში. ინკუბაციის პერიოდი, საშუალოდ 4 გრძელდება, რის შემდეგაც პათოგენები შთამომავლობის მოცემას იწყებენ მასიურად ვრცელდებიან მცენარის დაუცველ ზედაპირზე.
ვაზის ფოთლის ზედაპირზე მოყვითალო ფერის ლაქები ჩნდება, რომელიც ქვედა მხრიდან დაფარულია თეთრი ნაფიფქით. ლაქები თანდათან მუქდება, ყავისფრდება და ხმება.
ნორჩ ყვავილედებზეც თავიდან ჩნდება ნაფიფქი, შემდეგ ყვითლდება, ყავისფრდება და ახალგაზრდა მტევანი ხშირად მთლიანად იღუპება. ხელსაყრელი პირობების და მაღალტანიანი პირობების შემთხვევაში, დაავადების გამომწვევ სოკოს 15-მდე თაობის მოცემა შეუძლია და ყვავილობამდე ან ყვავილობისას აღძრული ინფექცია, ფაქტობრივად მთელი სავეგეტაციო ციკლის განმავლობაში წარმოადგენს საფრთხეს მცენარის, ან მოსავლისთვის. დაისრიმებულ და შეთვალდებოდა მარცვლებზე სოკო ყუნწის მხრიდან სახლდება, თავდაპირველად იწვევს მოლურჯო ფერის ლაქების წარმოქმნას მარცვალში, რომელიც თანდათან ყავისფრდება და მუქდება. მარცვალი ჭკნება და ცვივა.
ბოლო წლების განმავლობაში, აღინიშნება დაავადების გამომწვევი სოკოს მუტაცია, რომლის სიმპტომებიც საკმაოდ განსხვავებულია და შეიძლება აღწერილობა საკმაოდ განსხვავდებოდეს ზოგადად ცნობილი სურათისგან.
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზაფხულის პერიოდში ჭრაქის გავრცელებას ხშირად თან ერთვის, ვაზის ალტერნარიოზის გამომწვევი პათოგენის გავრცელებაც(გამომწვევი სოკო – Alternaria vitis) რომლის სიმპტომებიც წააგავს ჭრაქისას, თუმცა ლაქის ფორმები, განლაგება და შეფერილობა ოდნავ განსხვავებულია. ეს დაავადება, ზოგჯერ ნაკლებად ემორჩილება ზოგიერთი ჭრაქის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობას და ამ შემთხვევაში აუცილებელია, წამლობაში ფართო სპექტრის ფუნგიციდების ჩართვა სტრობილურინების და ტრიაზოლების კლასიდან.
ჭრაქის და სხვა სოკოვანი გავრცელების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია აგროტექნიკური ღონისძიებების სწორად და დროულად ჩატარება, რითაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი პათოგენის გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბება.
ქიმიური ბრძოლის საშუალებების გამოყენებისას ყურადღება უნდა მიექცეს პრეპარატების ქიმიური კლასების მონაცვლეობას და ვაზის ვეგეტაციის ფაზიდან გამომდინარე, სწორად უნდა მოხდეს მოქმედი ნივთიერების შერჩევა – მოქმედების მექანიზმის და ლოდინის პერიოდის გათვალისწინებით.
ყვავილობის წინ, ყვავილობაში და ყვავილობის შემდეგ, როდესაც მცენარის იმუნიტეტი მინიმუმზეა და მაქსიმალურად დაუცველია დაავადებებისგან, კონვენციურ მეურნეობაში აუცილებელია გამოვიყენოთ ძლიერი სისტემური მოქმედების ფუნგიციდები, რომლებსაც ექნებათ მცენარეში სწრაფად შეღწევის და თანაბრად გადანაწილების უნარი.
ამ შემთხვევისთვის, კომპანია „კარტლისი“ რეკომენდაციას უწევს თანამედროვე ფრანგულ-ამერიკული წარმოების პრეპარატს „ზორვეკ ვიანაბელს“. რომლის ორივე მოქმედი ნივთიერება არის ახალი და ხასიათდება, ძლიერი სისტემური და ტრანსლამინალური მოქმედებით. გასული ურთულესი წლის გამოცდილებამ დაადასტურა ამ პრეპარატის უპირატესობა ბაზარზე არსებულ სხვა მოქმედ ნივთიერებებთან მიმართებაში – როგორც პრევენციულად, ასევე სამკურნალოდ და ასევე მოქმედების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.
ასევე გვინდა გამოვყოთ იაპონური წარმოების უახლესი პრეპარატი „ლიმაი“. რომლის მოქმედების მექანიზმიც დიამეტრულად განსხვავდება აქამდე არსებული კონტაქტური პრეპარატების მექანიზმისგან – ის იჭრება მცენარის ცვილისებრ ფენაში, ასევე გადაადგილდება ტრანსლამინალურად (გადის ფოთლის მეორე მხარეს) ისე, რომ არ შედის მცენარის წვენში. მოქმედი ნივთიერება თითქმის უცვლელად რჩება დამუშავებული ზედაპირის ფენაში, 18-20 დღის განმავლობაში, რაც საშუალებას გვაძლევს საიმედოდ დავიცვათ მოსავალი იმ ფაზაშიც, როცა სისტემური პრეპარატების გამოყენება აღარ არის რეკომენდებული.
ასევე გვინდა გამოვყოთ ესპანური წარმოების ფუნგიციდი-ბიოსტიმულატორი „კოდაფოსი K”. რომლის მოქმედი ნივთიერება, კალიუმის ფოსფიტი, ერთი მხრივ ახდენს მცენარის გამოკვებას და ამასთან ასტიმულირებს აუქსინების გამომუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მცენარის თავდაცვითი ფუნქციის გაძლიერებას. პრეპარატის ეფექტური მოქმედება გრძელდება 14-16 დღის განმავლობაში და განსაკუთრებით რეკომენდებულია, ასაკოვანი, დაავადებული და სუსტი იმუნიტეტის მქონე ვაზის პლანტაციებში გამოყენება, სადაც ტრადიციული მოქმედების მექანიზმის მქონე ფუნგიციდები, ხშირად უძლური არიან ხოლმე პათოგენებთან ბრძოლაში.
კომპანია „კარტლისის“ პაკეტში ასევე წარმოდგენილია, დღესდღეობით საუკეთესო სპილენძის ფუძიან ფუნგიციდებად აღიარებული სპილენძის ფუნგიციდები – ჰიდროქსიდები: „კოსაიდ ოპტი“, „კოსაიდ 2000“ და სამფუძიანი სპილენძის სულფატი „კუპროქსატი“. – სამივე ეს პრეპარატი, გამოირჩევა მეტალური სპილენძის დაბალი შემცველობით და მაღალი იონური აქტივობით, რის გამოც მოწინავე ადგილები უჭირავთ ბიომეურნეობებში რეკომენდირებულ ჭრაქის საწინააღმდეგო პრეპარატებს შორის მთელ მსოფლიოში.
„კარტლისის“ ჭრაქის პაკეტი ასევე მოიცავს არაერთ ხარისხიან და დროში გამოცდილ ფუნგიციდებს: ტანოსი, ლირა, კურზატი, ნანდო, დითანი, ტაზერი და ა.შ. რომელთა სწორ დროს გამოყენება და ეფექტური მონაცვლეობა, თავიდან აგვარიდებს ჭრაქის გავრცელებას და ზიანს.
დეტალური ინფორმაციის და კონსულტაციისთვის მიმართეთ კარტლისის სერვის-ცენტრებს და მაღაზიებს: https://cartlis.ge/contact-us/
კარტლისი – გონივრული აგრობიზნესისთვის!
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ბმულით.