ჩაის პლანტაციების აღდგენა – რეაბილიტაცია

ჩაის, პლანტაციის, აღდგენა

ჩაის გადაზრდილ-გატყევებული პლანტაციების აღდგენა – რეაბილიტაცია. მეთოდური მითითებები ფერმერთათვის.

საქართველო მსოფლიო ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის მე-5-6 ადგილს იკავებდა. 1920-1960 წლებში საქართველოში გაშენდა 66,0 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაცია. 1990 წელს ქვეყანაში დამზადებული იქნა 516,0 ათასი ტონა ნედლეული.

ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჩაის პლანტაციების დიდი ნაწილი სტიქიურად განადგურდა.

შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია – ახლო წარსულში ჩაის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახდა იმპორტიორი, რომელიც რამდენიმე მილიონ დოლარს ახმარს ჩაის პროდუქციაზე მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და ქვეყანაში ექსპორტის უარყოფით ბალანსს თავის მხრივაც ამძიმებს.

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე ჩაის პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნების გამო, ფერმერულ და გლეხურ მეურნეობებში ჯერ კიდევ შემორჩენილ ჩაის პლანტაციებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ სახელმწიფო მხარდაჭერა და რეაბილიტაცია.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

თქვენი რეკლამა