ესპანური ბრენდის ბიო (ორგანული) სასუქი კარტლისისაგან

ორგანული, ბიო, სასუქი, კარტლისი

კარტლისი გთავაზობთ ესპანური ბრენდ „CODA”-ს მიერ წარმოებულ ბიო სასუქებს: კოდაჰუმუს 20, კოდაქველი, კოდამინ მიკრორადიკულარი.

აღნიშნული პრეპარატების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით შესაძლებელია ორგანულ მიწათმოქმედებაში.

კოდაჰუმუს 20 – 22.8% ორგ (11.3% ჰუმინური მჟავები + 11.5% ფულვო მჟავები) + 3.6% K2O (წ/მ)

ნიადაგში შესატანი პრეპარატი წარმოადგენს ორგანულ თხევად კორექტორს ჰუმინური ექსტრაქტის ფუძეზე. მიღებულია ლეონარდიტისა და ფულვო მჟავებისაგან.

როდის გამოიყენება?

გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როცა მცენარე ვერ ახერხებს ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების ოპტიმალური რაოდენობის ათვისებას მასში ჰუმუსური ნივთიერებების სიმცირის გამო.

რატომ კოდაჰუმუს 20?

პრეპარატი აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ სტრუქტურას და ზრდის შთანთქმული კათიონების ჯამს. ათავისუფლებს ნიადაგში საკვებ ნივთიერებებს და აუმჯობესებს მცენარის მიერ მათი შეთვისების უნარს. იგი ასევე ზემოქმედებს ნიადაგის მიკრობიოლოგიაზე, ზრდის მიკრობების ბიომასას და მათ აქტიურობას.

ბიოსასუქი, ორგანული

კოდაჰუმუს 20 მნიშვნელოვნად ზრდის ფესვთა სისტემას და ზრდის ნიადაგში წყლის შეკავების უნარს.

გამოყენების დოზა ფესვთა სისტემიდან: ერთ შეტანაზე 3-5ლ/ჰა, ვეგეტაციის განმავლობაში 20-60ლ/ჰა-ზე.

კოდამინ მიკრორადიკულარი,  კოდაქველი

ბიოსასუქი, ორგანული

კოდამინ მიკრორადიკულარის, კოდაქველის და აღნიშნული ბრენდის სხვა ბიო სასუქების გასაცნობად გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე http://www.cartlis.ge/cat/Biostimulants

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ კარტლისი.

რედაქციას არ აქვს კავშირი აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან, ფასისა და სხვა დამატებითი ინფორმაციებისთვის ისარგებლეთ ზემოთ მოცემული ბმულით.

თქვენი რეკლამა