სამკურნალო მცენარეები-ქრისტესბეჭედა (Sanicula Europea L)

174 Views Comment Off

ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. მრავალწლიანი ტიპიური ტყის მცენარეა. იგი მხოლოდ ტყეებსა და ტყისპირებში იზრდება. სწორმდგომი ღერო 30-80 სმ სიმაღლისაა. ღეროს ძირში შეჯგუფული სამ-ხუთად გაყოფილი ფოთლების ფორმა მომრგვალო გარემოხაზულობისაა.

თითოეული სეგმენტი სამნაკვთიანია, ფოთლის ნაპირები კი დაკბილულია. ღეროზე განლაგებული ფოთლები დაკნინებულია, ზოგჯერაც ღერო სავსებით უფოთლოა, ყვავის მაის-ივნისში 3-5 სხივიანი, ქოლგებად შეკრებილი თეთრი ყვავილებით.

მრავალრიცხოვანი კაუჭებით დაფარული ნაყოფები ტანსაცმელს და საქონლის ბეწვს ადვილად ედება და ამ გზით შორ მანძილზე ვრცელდება.

გვხვდება უმთავრესად ნაძვნარებში, ნაძვნარ-სოჭნარებში, წიფლნარებში, ჩრდილოეთისაკენ მიმართულ ფერდობებზე, დასახლებულ ფიჭვნარებსა და ფიჭვნარ-ნაძვნარებში, აგრეთვე მუხნარებშიც.

კარგად ეგუება ტუტე რეაქციის ნიადაგებს. ამიტომ ასეთი ნიადაგების ინდიკატორად ითვლება. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ტყის ტიპების დადგენისათვის.

ქრისტესბეჭედას ფოთლებს მალამოსა და მონახარშის სველი საფენების სახით ხალხი დუდკოს (საწერელის, გარცმულას) სამკურნალოდ იყენებს.

წყალზე ნაყენი ხველების, ხოლო ფხვნილი კი ჭრილობებზე დასაყრელ სამკურნალო საშუალებად გამოიყენება.

ქრისტესბეჭედას ნორჩ ყლორტებს ყვავილიანად გაზაფხულ-ზაფხულზე აგროვებენ. ჭრიან წვრილად და ახმობენ ჩრდილში. ხმელი მცენარისაგან ადვილად მზადდება ფხვნილი.

ხალხში იგი პოპულარულია ფილტვებიდან სისხლღებინების დროს. გარდა ამისა ფოთლები ე.წ. შვეიცარული ჩაის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

gjlktsn_20009181

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1256 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB