მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მესამე ფაზა იწყება

მეფუტკრე

მიმდინარე წლის 11 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით, მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მესამე ფაზა იწყება.

ტრენინგის მოდულის მესამე ფაზა მოიცავს შემდეგ თემებს:

• საბოლებლის უსაფრთხო გამოყენება;
• ვაროაზე ტესტის ჩვენება, მიღებული შედეგების ანალიზი და მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიების/მეთოდის არჩევა;
• ფუტკრის ოჯახების დაყოფა ღია ბარტყიან და დახურულ ბარტყიან ოჯახებად;
• მთა-ბარობა, ოჯახის მომზადება სამთაბაროდ;
• თაფლიანი ჩარჩოების ამოტანა, გამრეკების, ბლოუერის გამოყენება;
• დაავადებების იდენტიფიკაცია, ჰოლსტის მეთოდის გამოყენება, ასკოსფეროზი;
• ფაროსანას წინააღმდეგ ფერომონების გამოყენება;
• თაფლის დაწურვის და შენახვის პირობები;
• საფუტკრის რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ფურცლის შევსება.

ტრენინგები ჩატარდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.

ტრენინგებს გაუძღვებიან მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტები.

მეფუტკრე ფერმერების ტრენინგის პირველი ფაზის ფარგლებში, 2022 წელს, 1000-მდე მეფუტკრე, ხოლო 2023 წელს, ტრენინგის მეორე ფაზის ფარგლებში, 1105 მეფუტკრე გადამზადდა. ტრენინგში მონაწილეობდნენ მეფუტკრე ფერმერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

თეორიულ სწავლებასთან ერთად, ფერმერებს პრაქტიკული სწავლებებიც ჩაუტარდათ მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებისა და შესაბამისი გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ.

მეფუტკრეობის ტრენინგების გამართვის ვადების და ადგილების შესახებ რეგიონების მიხედვით იხილეთ ბმულზე: https://eiec.gov.ge/Ge/News/details/4090

წყარო: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

თქვენი რეკლამა