ქლიავი – სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

ქლიავი, სამკურნალო

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი.

თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს.

ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ როგორც დიეტური, ასევე როგორც საწამლო პროდუქტი. მასში განსაკუთრებით მაღალია P აქტიური ნაერთების, B3 ვიტამინისა და კაროტინის შემცველობა.

ქლიავი კალიუმის, ნატრიუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, მანგანუმის, ქრომისა და სხვა მნიშვნელოვანი ქიმიური ნაერთების წყაროა.

ქლიავის თესლი (კურკა) შხამიანია და მისი გამოყენება არ შეიძლება.

ქლიავის ნაყოფი

მისი ნაყოფი შეიცავს შაქრებს, ვაშლის და ლიმონის მჟავას, მთრიმლავ პექტინს, უჯრედისს, კაროტინს, მინერალურ მარილებს. სხვადასხვა ფლავონოიდურ ნივთიერებებს, B1, C, P, PP, E, B6, B15 ვიტამინებს, მიკროელემენტებს: K, CA, MG, NA, FE, U და სხვა.

ქლიავის ნაყოფი არის ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, მადის აღმდგენი, შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო, მიკრობსაწინააღნდეგო თვისებების მქონე საშუალება.

ქლიავის ნაყოფი სასარგებლოა, განსაკუთრებით მათთვის ვისაც ნაწლავის მოდუნება აწუხებს, აძლიერებს პერისტალტიკას. შავი ქლიავის ჩირი ან ახალი ნაყოფი 10-15 ც. სასაქმებელი საშუალებაა.

ქლიავის ჩირი

ქლიავის ჩირი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოყოფას, ამიტომ მისი მიღება რეკომენდირებულია ათეროსკლეროზის და ნაღვლის ბუშტის დაავადებისას, ასევე გამოიყენება ამოსახველებელი და პირღებინების საწინააღმდეგო საშუალებად.

ხალხურ მედიცინაში ის ფართოდ გამოიყენება, როგორც დამაწყნარებელი კუჭ-ნაწლავის ტკივილის, კუჭაშლილობის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის და თირკმლის დაავადებისას.

ქლიავის ფოთოლი

ძმარში მოხარშული ქლიავის ფოთლით იწმენდნენ ძველ და დაჩირქებულ ჭრილობებს, რითაც სწრაფად ხდება ჭრილობების შეხორცება.

რბილობის წვენი

დიეტური პროდუქტია ქლიავის რბილობის წვენი, მასში ინახება ახალი ქლიავის შემადგენელი ნივთიერება. წვენი აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელებას.

ეს ხილი სასარგებლოა ბევრი დაავადების დროს:

ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების დროს სასარგებლოა ქლიავის კომპოტის დალევა; შეშუპების დროს რეკომენდებულია მოხარშული ჭარხლისა და ქლიავის სალათა (იოგურტით შეაზავეთ) მიირთვათ რეგულარულად;

სისხლნაკლებობის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა ლურჯ-იასამნისფერი და წითელი ნაყოფი;

ჰიპერტონიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და თრომბოფლებიტის დროს ქლიავი და მისი წვენი სისხლის შედედებას ამცირებს, ორგანიზმიდან ცუდი ქოლესტერინი, ზედმეტი წყალი და მარილები გამოაქვს.

შავქლიავა შველის გასტრიტს, კოლიტს, კუჭის წყლულს, შეშუპებას, ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ სითხეს, ააქტიურებს ნახშირწყლოვან ცვლას, აზროვნებას, ამაგრებს ნერვულ სისტემას, ზრდის პოტენციას და შრომისუნარიანობას, ორგანიზმის მედეგობას სტრესისადმი.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები საკვები და მკურნალი.
ავტორთა ჯგუფი.

*სამკურნალოდ მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

იხილეთ აგრეთვე: ქლიავის ბაღის გაშენება, გასხვლა, მოვლა-პატრონობა

თქვენი რეკლამა