ინულა, ჩვეულებრივი მზიურა — Inula Vulgaris (Lam) Trevis

312 Views

ინოლა-ასტრასებრთა ოჯახში შედის. ორი ან მრავალწლიანი, 20-120 სმ სიმაღლის, კენწრულ ნაწილში დატოტვილი, თეთრი ბეწვით შებუსვილი, მთელ სიგრძეზე წვრილად დაღარული, ოდნავ მოწითალოღეროიანი მცენარეა.

ამ მცენარის გვარის ბევრ სახეობას აქვს ქართული შესატყვისები — მზიურა, კულმუხო და სხვა. მაგრამ აქ განსახილველი სახეობის ქართული სახელი არაა ცნობილი, ამიტომ მის აღსანიშნავად ლათინური შესატყვისია გამოყენებული.

მოგრძო კვერცხისებრი ან ელიფსური ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ზედა — თითქმის მჯდომარე, ნაპირებში ამოკვეთილი, ტალღისებრი ან წვრილკბილა. ფოთლის ფუძე შევიწროებულია და ყუნწში თანდათან გადადის.

ფოთლის ფირფიტის ზედა მხარე თხელბეწვიანია, ქვედა კი სქლადაა შებუსვილი და უფრო მონაცრისფეროა ზედა მხარესთან შედარებით.

ფოთოლს ხალხური მედიცინა კუჭ-ნაწლავში გაზების დაგროვების და სიყვითლის წინააღმდეგ იყენებს; გარდა ამისა მას ხმარობენ როგორც საოფლე და ჭრილობების შემხორცებელ საშუალებას (ა.ხ როლოვი).

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1288 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3601 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB