პრაქტიკული რჩევები მეცხოველე ფერმერებს

889 Views Comment Off

1. ჩალის ჭამადობა რომ გაიზარდოს, ზამთარში 10 კგ. დაქუცმაცებულ ჩალას მოასხამენ 100-200 გრ. მარილს, გახსნილს 8-10ლ. 20-30 0C-იან ტემპერატურის წყალში, 30 წუთით ადრე ჭამამდე;

2. მრპ-თვის სასიკვდილო დოზაა 1,5-3 კგ. მარილი,  ანუ 3-7 გრ. 1კგ. ცოცხალ წონაზე;

3. მეწველ ფურს ეძლევა 5-7გრ. მარილი 100 კგ ცოცხალ წონაზე, შესაბამისად, 2 გრ. თითო ლიტრ მონაწველ რძეზე;

4. საქონელს მარილი  განსაკუთრებით ზაფხულში სჭირდება;

5. მერძეულ საქონელს ეძლევა 5-6კგ. სილოსი 100კგ. ცოცხალ წონაზე ანუ შესაბამისად, 25-30 კგ. დღეში ერთ სულზე;

6. მეწველ ძროხას რეკომენდებულია მივცეთ 1,5 კგ. თივა 100კგ. ცოცხალ წონაზე. ერთ სულზე  2-3კგ-ზე ნაკლები თივის მიცემისას ცხიმიანობა 0,5-0,8%-ით მცირდება;

7. 15 კგ ნაწველის დროს მეწველ ფურს (დაახლოებით 500კგ-მდე წონის) სჭირდება 7,5 კგ. თივა და 3,5კგ. კონცენტრატი, ხოლო 10კგ. ნაწველის დროს — 1,5 კგ. კონცენტრატი;

8. საქონელს არ უნდა მივცეთ იმაზე მეტი კონცენტრატი, რისი ჭამაც არ შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავს წონას;

9. კონცენტრატის მაქსიმალური რაოდენობა მაღალპროდუქტიული საქონლისთვის 5,5-6,5კგ-ია, ხოლო საშუალო ჯიშისთვის — 4,5კგ;

10. წელიწადში 1 სულ საქონელს სჭირდება საშუალოდ 4-5ტ. თივა. 1 წელზე მეტი ხნის მოზარდს 1,5-1,8 ტ, 1 წელზე ნაკლები ასაკისას 1-1,3 ტ;

11. ძროხისგან 3500-4000 კგ რძის მისაღებად წელიწადში საჭიროა, მიახლოებით:

  • თივა — 2ტ;
  • ჩალა — 0,5-1ტ;
  • სილოსი — 4 ტ;
  • სენაჟი — 2,5 ტ;
  • მწვანე მასა — 10ტ;
  • ძირნაყოფები — 2,5 ტ;
  • კონცენტრატები — 1ტ.

12. თუ არ გვექნება სილოსი, გაგვეზრდება თივისა და კონცენტრატების ხარჯი;

13. მეწველ საქონელს 3500-4000 კგ. რძის მოსაწველად სჭირდება 4 000-4 200 კგ. საკვები ერთეული;

14. საქონელი, რომელიც ღებულობს სილოსს, ღებულობს A ვიტამინებს;

15. ძროხას 1კგ. ცოცხალ წონაზე სჭირდება 130-150 გრ წყალი + დღიური ნაწველი x 0,87 (წყალი — 87% რძეში). შესაბამისად, 1კგ. რძის წარმოებისთვის საჭიროა 2,31 — 3,17ლ. წყალი;

16. მაკე ძროხის წველადობა მაკეობის ბოლო თვეებში 50%-ით მცირდება;

17. ცხელ დღეებში ძროხა 10-15%-ით მეტ წყალს სვამს;

18. ძროხისთვის აუცილებელია მოწველის შემდეგ წყლის მიწოდება;

19. 1კგ. საძოვრულ საკვებს სჭირდება 1ლ. წყალი, თუ ზაფხულში არ იწვიმებს საკვების
მოთხოვნა მცირდება 30%-ით;

20. ზედმეტი წყალი ხბორებში მუცლის ჩამობერვას იწვევს;

21. მეწველ ძროხას აუცილებლად სჭირდება ფოსფორი. საკვებში ის, უმეტესად, მცირე რაოდენობითაა;

22. ძროხას 100კგ. ცოცხალ წონაზე უნდა დავუმატოთ 3გრ. საჭმელი ფოსფატი (ან დავარეგულიროთ დიკალციფოსფატით) სიცოცხლის შესანარჩუნებლად და 3გრ. 4%-იანი ცხიმიანი რძის მისაღებად.

მიხეილ ჭიჭაყუა, ბიოლოგიის დოქტორი,»მომავლის ფერმერის»- მთავარი ვეტკონსულტანტი
ჟურნალი «აგრარული საქართველო»

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB