უკრაინელები თხილის გადამუშავებაში ქართულ გამოცდილებას გამოიყენებენ

თხილი, უკრაინა, საქართველო

უკრაინულმა ფერმერულმა მეურნეობამ Nuts`N`Garden-მა (კიევის რეგიონი), რომელსაც ორგანული თხილი მოჰყავს, მოსავლის აღების შემდეგ წელს პირველად გამოსცადა მისი გამოშრობა და ისე შენახვა.

ამგვარად გადამუშავებული თხილი უკრაინის და საერთაშორისო ბაზრებზე შესვლის და დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტის შექმნის საშუალებაა.

ამის შესახებ მეურნეობის დამფუძნებელმა ნინა სმირნოვამ ჟურნალ “Gardening in Ukrainian”-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„წელს,საზოგადოებრივი გაერთიანების „ორგანული ინიციატივა“ და „სოფლის ქალთა ბიზნეს ქსელის“ დახმარებით, ჩვენ შევიძინეთ თხილის საშრობი უკრაინელი მწარმოებლის „გორიხოვოდი“, – თქვა მან. – ჩვენ უკვე გავტესტეთ თხილის გამოშრობა და განვათავსეთ შესანახად. ახლა ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თხილთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება და გაყიდვის გადავადებასც შევძლებთ“.

გაშრობა გადამუშავების მხოლოდ პირველი ეტაპია, თუმცა ეს უკრაინაში ეხლა დეფიციტია, ამბობს ფერმერი. ამის გარეშე შეუძლებელია თხილით გასვლა უკრაინულ თუ უცხოურ ბაზარზე, დამატებული ღირებულების მქონე პროდუქტის შექმნა, მცირე ფერმერებისთვის ძალიან რთული და ეკონომიკურად არაპრაქტიკულია გადამამუშავებელი ტექნიკის შეძენა, ამიტომ მათ გაერთიანება სჭირდებათ და გადამუშავება უნდა ხდებოდეს ადგილზე – ნინა სმირნოვა.

„ეს უნდა იყოს ქარხნები ყველა რეგიონში, ისევე როგორც საქართველოშია, სადაც სახელმწიფო და საერთაშორისო მხარდაჭერის პროგრამები დიდი ხანია ფუნქციონირებს და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა შვიდი რეგიონული საწარმო“, – განაცხადა სმირნოვამ. – ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა მოსავალი სხვადასხვა ხარისხით გადაამუშავონ. ეს სქემა ასევე კარგად მუშაობდა იტალიაში ათწლეულების განმავლობაში. უკრაინაც უნდა მივიდეს აქამდე“.

წყარო: EastFruit

თქვენი რეკლამა