ფუტკრის პროდუქტები-მამალი ფუტკრის ჰომოგენატი (მამალი ფუტკრის რძე)

510 Views

მამალი ფუტკრების ჰომოგენატს სხვაგვარად  მამალი ფუტკრის რძეს უწოდებენ. მამალ ფუტკარს ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია – შთამომავლობის გაგრძელება, ამიტომ მასში მამაკაცური ენერგია მთელი მისი ძლიერებით არის წარმოდგენილი.

მამალ ფუტკრებს ოჯახში კვების განსაკუთრებული რაციონი აქვთ, რომელიც თავისი კვებითი ღირებულებით სადედე ფუტკრის რძესაც კი აჭარბებს. 

მამალი ფუტკრების ჰამოგენატი ძვირფასი ბიოლოგიურად აქტიური პროდუქტია, რომელიც შეიცავს 37 ამინომჟავას,  ეს ფაქტობრივად სუფთა ცილოვანი პროდუქტია.

ამის გარდა შეიცავს 30 უჯერ ცხიმოვან მჟავებს, A,D, E დაB ჯგუფის ვიტამინებს.

იგი საერთოდ არ შეიცავს ქოლესტერინის რიგის ნაერთებს, სამაგიეროდ შეიცავს მათ ანტაგონისტებს – სასარგებლო ფიტოსტერინებს, რომლებიც მძლავრად ეწინააღმდეგებიან ათეროსკლოროზის განვითარებას.

ეს ნატურალური ენერგოსტიმულატორი ხელს უწყობს ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ აქტიურობას. მდიდარი საკვები ნივთიერებების ერთობლიობის წყალობით, მამალი ფუტკრის ჰომოგენატი ხელს უწყობს ისეთი ჰორმონების წარმოქმნას ორგანიზმში, რომლებიც სექსუალურ აქტივობაზე არიან პასუხისმგებელი.

გარდა ამისა, მამალი ფუტკრის ჰომოგენატი ხელს უწყობს ენერგიის სწრაფად აღდგენას, კარგ გუნება-განწყობილებას, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, არეგულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას.

მისი რეგულარული მიღება აფერხებს პროსტატიტისა და წინამდებარე ჯირკვლის ადენომას განვითარებას. მაგრამ, მამალი ფუტკრის რძე ძალიან სწრაფად კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს გარემო პირობების ზემოქმედების შედეგად.

tentorium.ge

იხილეთ აგრეთვე: მეფუტკრეობა, ფუტკრის პროდუქტები-ფუტკრის რძე

26Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB