
უკრაინელმა კაკალის მწარმოებლებმა სრული ციკლის ორგანული წარმოება დაიწყეს.
უკრაინული შპს Їжа для роздумів (პოლტავას რაიონი), რომელსაც ორგანული კაკალი მოჰყავს, პირველი იყო უკრაინაში, რომელმაც შექმნა დახურული ციკლის წარმოება „ბაღიდან – დახლამდე“.
როგორც უკრაინის კაკლის ასოციაციის პრეზიდენტმა გენადი იუდინმა განაცხადა, 2020 წლის ივლისში ფერმამ მიიღო ორგანული სტანდარტის სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მიწა, რომელზეც იზრდება და ვითარდება კაკლის ბაღი, არის ორგანული და აკმაყოფილებს ევროპული სერტიფიცირების ორგანოს ყველა მოთხოვნას, თავად მოსავალიც ორგანულია.
38 ჰექტარზე მოჰყავთ კაკლის შემდეგი ჯიშები: „იაბლუნოვსკი“, „ბუკოვინსკი“, „ტოპოროვსკი“, „რუდკოვსკი“, „პეშანსკი“.
ფერმამ კაკლის გადამუშავება დაიწყო. კაკლის გადამამუშავებელი საწარმოს შესაქმნელად, შპს „Izha dlya rozdumiv“-მა ფრანგული მწარმოებლის AMB Rousset-ისგან შეიძინა კაკლის რეცხვის, გაშრობის, კალიბრაციისა და გატეხვის აღჭურვილობა. 2024 წელს საწარმოო ხაზს ახალი აღჭურვილობა დაემატა: დასრულდა რეცხვისა და კალიბრაციის ციკლის დაკომპლექტება. შეიძინეს გერმანული მწარმოებელი Feucht-Obsttechnik-ისგან თვითმავალი კომბაინი OB100A და ჰიდრავლიკური შეიკერი VHD (AMB Rousset, საფრანგეთი).
როგორც გენადი იუდინმა განმარტა, ორგანული კაკლის პროდუქტების წარმოების ჯაჭვის „ბაღიდან დახლამდე“ ბოლო რგოლში – კაკლის ორიგინალურ, ელეგანტურ პაკეტებში შეფუთვა დაიწყო.
შესაფუთად შეძენილი იქნა თანამედროვე შესაფუთი მოწყობილობა სხვადასხვა წონისა და ზომის პაკეტებში კაკლის შეფუთვის შესაძლებლობით. კომპანიის სპეციალისტებმა უკვე შეათანხმეს საჭირო ტექნოლოგიური ნებართვები შემდგომი რეალიზაციისთვის – სურსათის სუპერმარკეტების ქსელი Silpo, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, უკვე ელოდება ორგანული დაფასოებული კაკლის რეგულარულ მიწოდებას კომპანისგან Їжа для роздумів (საკვები ფიქრისთვის).
იხილეთ აგრეთვე: კაკლის დარგვა, მოვლა-მოყვანა, გასხვლა-ფორმირება