ბალი ეკუთვნის ვარდისებრთა ოჯახის Cerasus – ის გვარს და Cerasus avium–ის სახეობას. ამ სახეობიდან წარმოიშვა ბლის ყველა ჯიში.
ტყეებში მოზარდი ბალი დიდი ზომის ხეა – სიმაღლით 25-30 მეტრამდე. ახასიათებს კარგად განვითარებული ვარჯი. ბლის ძლიერი ზრდა აიხსნება ძლიერი ფესვთა სისტემით, ხის კენწრული ზრდის თვისებით, ამონაყრების არარსებობით და ხანგრძლივი სიცოცხლით.
ბალი სინათლის მოყვარული მცენარეა, ტყის პირობებში ვხვდებით უფრო ღია ადგილებში. მას ახასიათებს თხელი ვარჯი რადგან ტოტების წარმოქმნის უნარი ნაკლებია.
კულტურა ადრე იწყებს მსხმოიარობას და ხელსაყრელ პირობებში მას არ ახასიათებს მეწლეობა. 8-10 წლის ხეების საშუალო მოსავლიანობა 20-30 კგ-მდეა.
ბალი კარგად ხარობს დრენაჟიან ყოველგვარ ნიადაგზე, თუკი ის გამოსადეგია ხეხილოვანი კულტურების წარმოებისათვის. ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია კარგი განათება. კულტურის ყინვაგამძლეობა დამოკიდებულია კონკრეტული ჯიშის თვისებებზე. მოსვენების პერიოდში იგი უძლებს ტემპერატურის -25°С-მდე დაცემას.
ნიადაგის მჟავიანობის ოპტიმალური არე (pH) ბლისათვის 6,0- 7,0-ის ფარგლებშია, განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 15-300C, ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა 60-65% -ის ხოლო ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა კი 70-დან 80%-მდე.
არსებობს ბლის გასხვლის სხვადასხვა მეთოდები. მაგალითად, ძლიერ და საშუალო საძირეებზე გამოიყენება ცენტრალურ-ლიდერული ფორმირება, ნაგალა საძირეებზე – ცენტრალურ-ლიდერული და შპინდელი.
წყარო: ბალი – წარმოების აგროტექნოლოგია
გთავაზობთ ვიდეოს ბლის ხის სხვლა-ფორმირების შესახებ