მეფუტკრის გამოცდილება-ფუტკრის ოჯახების გამრავლება შუაზე გაყოფით

668 Views
ბუნებაში ფუტკრის ოჯახების გამრავლება საუკუნეების მანძილზე ხდებოდა ბუნებრივი ნაყრიანობით, ძირითადი ოჯახიდან ნაყრის გამოსვლა იყო სახეობის გადარჩენის ერთადერთი გზა (კულტურული მეფუტკრეობის განვითარებამდე).

თანამედროვე პირობებში მეფუტკრისთვის ბუნებრივი ნაყრიანობა არახელსაყრელია სხვადასხვა ფაქტორის გამო:
1. ნაყარი ხშირად გამოდის დაბალპროდუქტიული ოჯახიდან, შესაბამისად, საფუტკრეში იზრდება დაბალპროდუქტიული და ნაყრიანობისკენ მიდრეკილი ოჯახების წილი.
2. როგორც წესი ნაყრიანობა წინ უსწრებს მთავარ ღალიანობას და შესაბამისად დასუსტებული ოჯახი ვერ ახდენს სასაქონლო თაფლის შეგროვებას.
3. მეფუტკრე ნაყრიანობის დროს გამობმულია საფუტკრეზე და უნდება ნაყრების ჩამოხსნას, ხშირად მოუხერხებელი ადგილებიდან.
მეფუტკრეს ნაყრიანობის სტიქიურად მიშვებას ურჩევნია აკონტროლოს სიტუაცია საფუტკრეში და საჭიროების შემთხვევაში თვითონ შექმნას ხელოვნური ნაყრები.
ხელოვნური ნაყრების შექმნა შესაძლებელია რამდენიმე ხერხით:
ა) ერთ-ერთი ოჯახიდან ამოიღება 1-2 ჩარჩო მწიფე ბარტყი ზედ მსხდომი ფუტკრით, გადასმევა ახალ სკაში და დაემატება 2 თაფლიანი ჩარჩო. შემდაგ იგივე სკიდან ჩაბერტყოს 2-3 ჩარჩო ფუტკარი, საღამოს მიეცემა მწიფე სადედე ან დედა.
ბ) შეკრებილი ნაყრი კეთდება იგივე მეთოდით ოღონდ რამოდენიმე ოჯახიდან.
ნაყრების ახალ ადგილას დადგმისას გარდაუვალია მუშა ფუტკრის დედა ოჯახებში დაბრუნება, რაც სერიოზულად ასუსტებს ახალ ნაყრებს და საჭირო ხდება ნაყრების ხელახალი გაძლიერება.
ყოველივე ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ფუტკრის ოჯახის შუაზე გაყოფის მეთოდით.
მთავარ ღალიანობამდე 6-8 კვირით ადრე ამ მეთოდით გაყოფილი ოჯახებით შესაძლებელია საპროდუქტე თაფლის მიღება. მეფუტკრეს შეუძლია სწრაფად გაზარდოს ოჯახების რაოდენობა ერთი ოჯახიდან ოთხი ნაყარის მიღებით.
მეთოდის არსი შემდეგშია: გასაყოფად არჩევენ ოჯახს, რომელსაც გააჩნია 8 ჩარჩო ბარტყი. ასეთ ოჯახებში იჭერენ დედას და იყენებენ საჭიროებისამებრ.
მეორე დღეს როდესაც დაობლებული ოჯახი ჩამოაშენებს გაჭირვების სადედეებს, მას ყოფენ შუაზე. ამისათვის ძირითად ოჯახს მარჯვნიდან და მარცხნიდან ნახევარ მეტრში უდგავენ ცარიელ სკებს, შემდეგ ძლიერი ფრენისას ოჯახიდან იღებენ ჩარჩოებს და ფუტკრის დაუბერტყავად ანაწილებენ სკებში.
განაწილება უნდა მოხდეს თანაბრად ორივე სკაში, როგორც გადაბეჭდილი ისე, ღია ბარტყისა და სადედეების. ძველ სკას აცილებენ. ორივე სკის საფრენი უნდა იყოს ერთ სიმაღლეზე. მოღალე ფუტკარი დაბრუნებული მინდვრიდან ვერ ნახავს ძველ სკას და გადანაწილდება ახალ სკებში. თუ რომელიმე სკაში შეიმჩნევა უფრო ინტესიური ფრენა მას კიდევ გასწევენ გვერდზე. ამრიგად შექმნილი ოჯახები 8 კვირის შემდეგ მზად არიან იმუშაონ თაფლზე.
მეფუტკრეს შეუძლია ყოველი მიღებული ოჯახი კიდევ გაყოს შუაზე. ამისთვის მეორე დღიდან სკებს აცილებენ ერთმანეთს რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ სკებს შორის მანძილი არ გახდება 3.5-4 მეტრი. შემდგ ყველაფერი მეორდება ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში. ასეთი ოჯახები საპროდუქტე თაფლს ვერ მოიტანენ, მაგრამ შემოდგომისთვის იმდენად მოძლიერდებიან, რომ უპრობლემოდ გამოიზამთრებენ.
პროცესის დასაჩქარებლად ოჯახებს ეძლევა მწიფე სადედე ჩარჩოებს შორის სივრცეში ან განაყოფიერებული დედა სპეციალური გალიებით.
ზურა სადათიერაშვილი
putkari.ge
Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1289 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3606 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB