გომისმთამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

გომისმთამდე, გზის, რეაბილიტაცია

გომისმთამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის, გზა ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომისმთის საკურორტო დასახლებაში სრულდება.

არსებული გზა დაზიანებული და ხრეშოვანი იყო, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია – გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და განახლება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონების მოწყობა.

გომისმთამდე, გზის, რეაბილიტაცია

გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა, საგზაო ბოძკინტების დაყენება და სავალი ნაწილის მონიშვნა.

გომისმთამდე, გზის, რეაბილიტაცია

გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ტურისტებისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

გომისმთამდე, გზის, რეაბილიტაცია

პროექტს ინფრასტრუქტრის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 18.8 მილიონი ლარია.

თქვენი რეკლამა