თაფლის ექსპორტის გზამკვლევის მიზანია თაფლის სექტორში მონაწილე მხარეებს აუმაღლოს ცნობიერება ექსპორტის საკითხებზე, მიაწოდოს სურსათის უვნებლობის შესახებ ის ძირითადი ინფორმაცია, რომელიც თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების წარმოებისა და ექსპორტის პროცესში გამოადგებათ.
აღნიშნული გზამკვლევი აღწერს იმ ძირითად ეტაპებს, რომლებიც თაფლის ექსპორტის პროცესში უნდა გაიაროს მეწარმემ, განსაზღვრავს ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციას, გვაწვდის ტრანსპორტირების პროცესში გასათვალისწინებელ ინფორმაციას და გვთავაზობს იმ ქვეყნებისა და ქვეყანათა გაერთიანებების მოკლე მიმოხილვას, რომლებიც საინტერესოა ქართული თაფლის ექსპორტის თვალსაზრისით.
გზამკვლევში წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინება უზრუნველყოფს თაფლის ექსპორტის შეუფერხებელ პროცესს.
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ