ფუტკრის ოჯახი, როგორც ბიოლოგიური და სამეურნეო ერთეული, ხუთი შემადგენელი ნაწილისაგან შედგება:
1. დედა ფუტკარი (ძირითადად ერთი);
2. მუშა ფუტკრების ცვლადი რაოდენობა (სეზონის მიხედვით – მამალი ფუტკრების გარკვეული რაოდენობა);
3. აშენებული ფიჭები გარკვეულ ბუდეში (ბუნებრივ ან ხელოვნურ ნაგებობაში: ხის ღრუში, კლდის ნაპრალში, სკაში, გეჯაში და ა. შ.);
4. საკვები მარაგის გარკვეული რაოდენობა (თაფლისა და ჭეოს სახით);
5. განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი ბარტყი (სეზონის მიხედვით.
ფუტკრის ოჯახის ამ შემადგენელი ნაწილების ურთიერთდამოკიდებულება და თანაფარდობა განსაზღვრავს მის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას წლის განმავლობაში, ასევე მისი ზრდა-განვითარების სეზონურ ფაზებს.
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ