ლეგჰორნი – გამორჩეული, მეკვერცხული ჯიშის ქათამი

ქათამი, ჯიში, ლეგჰორნი

ლეგჰორნი (იტალ. Livorno; ინგ. Leghorn) მეკვერცხული მიმართულების ქათმის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ჯიშია. პოპულარულია მთელს მსოფლიოში.

ლეგჰორნი გამოყვანილია XIX საუკუნეში, იტალიის ქალაქ ლივორნოში, სწორედ ამ ქალაქის სახელს (ინგლისური) ატარებს ეს ჯიში. თუმცა იმ დროს იგი არ გამოირჩეოდა დიდი პროდუქტიულობით.

ამავე საუკუნის პირველ ნახევარში, ლეგჰორნი აშშ-ში მოხვდა, სადაც დაიწყეს მისი სხვადასხვა ჯიშებთან შეჯვარება. სელექციურმა სამუშაოებმა თავის შედეგი გამოიღო-პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

აშშ-დან გაუმჯობესებული ჯიში სხვადასხვა ქვეყნებში გავიდა (ინგლისი, ჰოლანდია და სხვა) და ამ ქვეყნებში ჩამოყალიბდა ლეგორნის სხვადასხვა პოპულაციები.

ლეგჰორნი – ძირითადად თეთრი ფერისაა (ჯიშს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც თეთრი ლეგორნი), თუმცა არის 20 – მდე სხვადასხვა შეფერილობის. კვერცხის ფერი თეთრია.

ჯიშის პროდუქტიულობა

  • ცოცხალი წონა დედალი 1.5-2.0 კგ, მამალი 2.3-2.5 კგ;
  • წლიური კვერცხმდებლობა საშუალოდ 240-270 ც;
  • კვეცხის წონა 55-58 გრ;
  • კვერცხის დება 4.5-5.0 თვის ასაკიდან;
  • კვერცხის განაყოფიერება 95%;
  • მოზარდის შენარჩუნება 87-92 %.
  • სქესობრივი სიმწიფე 17-18 კვირა;
  • საუკეთესო პროდუქტიულობა – კვერცხმდებლობის პირველი წელი;

მოვლა

კარგად ეგუება სხვადასხვა კლიმატურ და გარემო პირობებს, ადვილი მოსავლელია. ერთადერთი მინუსი კრუხობის სუსტი ინსტიქსტია, ამიტომ წიწილების გამოყვანის საუკეთესო მეთოდი-ინკუბატორის გამოყენებაა.

კვერცხმდებლობის პირველი წლის შემდეგ პროდუქტიულობა იკლებს, ამიტომ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება კვერცხმდებელი ქათმის ახლით ჩანაცვლება.

legorni_qaTmis_jiSi_11111026242242202379115

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

იხილეთ აგრეთვე: ქართული ყელტიტველა ქათამი

თქვენი რეკლამა