ჩინჩახვის ანთება ფრინველებში-სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა

384 Views

ჩინჩახვის ანთება გვხვდება ქათმებში, ინდაურებში, ციცრებში, მტრედებში, ავადდება როგორც მოზრდილი ფრინველი, ასევე მოზარდეული

გაფუჭებული საკვების (დამპალი ხორცი, დაობებული მარცვალი და სხვა) მინერალური სასუქების შეჭმა, მრეწველობის ნარჩენებით დაბინძურებული წყლის დალევა. დაავადების მასობრივ გავრცელებას ხელს უწყობს ვიტამინურ მინერალური შიმშილი.

სიმპტომები
ფრინველი დათრგუნულია, ზის ფრთებჩამოყრილი, თავი დაწეული აქვს ქვევით, ბიბილო გალურჯებულია ნისკარტიდან ან ცხვირის ხვრელებით გამოიყოფა მორუხო-მწვანე სითხე. მადა არა აქვს, ჩინაჩახვი რბილია, ცხელი, მტკივნეული, მისი პალპაციის დროს პირიდან გამოიყოფა არასასიამოვო სუნის აირები და თხიერი შიგთავსი. მიმდინარეობა შეიძლება იყოს მწვანე და ქრონიკული დაზიანების ხარისხის და მიხედვით.
ჩინჩახვის შიგთავსი თხიერია, ქაფიანი, ლპობის სუნისა; ლორწოვანი კატარულად ანთებულია.
დიაგნოზი 
დიაგნოზი ისმება და კლინიკური სურათისა და პათანატომიური გაკვეთის საფუძველზე. საჭირო შემთხვევაში ატარებენ ჩინჩახვისა და საკვების ტიქსოკოლოგიურ ანალიზს. დიფერენციულ დიაგნოზში თიშავენ ჩინჩახვის ანთების სიმპტომებით მიმდინარე ინფექციურ დაავადებებს (ჭირი, ქოლერა, პულორიზი და სხვა).
მკურნალობა
არ უნდა იქნეს დაშვებული არაკეთილხარისხოვანი საკვების ჭმევა ფრინველისათვის. გასეირნება, განსაკუთრებით ადრე გაზაფხულზე უნდა ხდებოდეს მინერალური სასუქების საწყობებიდან და მოედნებიდან მოშორებით, სადაც გასულ წელში დამუშავდა მარცვალი.სამკურნალო მიზნით ჩინჩახვს ურეცხავენ კალიუმის პერმანგანატის 1 : 3000 ხსნარით, რივანოლის 1 : 1000 ხსნარით, ბორმჟავას 3 სამპროცენტიანი ან სასმელი სოდის 5 პროცენტიანი ხსნარით. მკურნალობის პირველ დღეს ენიშნება მშრალი დიეტა, მიზანშეწონილია ნებაზე სასმელად მიეცეს სალიცინმჟავანატრიუმის 1 პროცენტიანი ან მარილმჟავას 0,5 პროცენტიანი ხსნარი.

კარგი შედეგების მიღებული ანტიბიოტიკების და სულფანილამიდების ხმარებისგან. მოზრდილ ფრინველს საკვებთან აძლევენ ბიოვიტენს 0,1-0,2 გ ერთ ფრინველზე 2-ჯერ დღეში 2-3 დღე ზედიზედ, ნატიურ ბიომიცინს 5-10 მლ ერთხელ დღეში, გამოჯანმრთელებამდე. სულგინს ან ფტალაზოლს უნიშნავენ 0,1-0,2 გ 2-3 ჯერ დღე-ღამეში 2-3 დღის განმავლობაში. მძიმე შემთხვევებში შიგნით ან კუნთებში შეყავთ გლუკოზა (4-5 გ) ან კოფეინი (0,1 – 0,2 გ).

მეურნე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ლიახვის ნაკრძალი — ბიომრავალფეროვნება
332 Views

ლიახვის ნაკრძალი ფლორა   ლიახვის ნაკრძალში დაცულია აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთული კალთებისათვის დამახასიათებელი მთისა და მაღალმთის მცენარეულობა: ტყის ზედა სარტყელში გავრცელებულია წიფლნარი, ქვედა სარტყელში

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ბაბუაწვერა — სამკურნალო მცენარე, ნაყენის რეცეპტი
2324 Views

ბაბუაწვერა (ლათ.Taraxacum officinale Wigg) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 5-50 სმ. მთავარღერძიან ფესვთა სისტემას აქვს კარგად განვითარებული მთავარი ფესვი, სიგრძით 60 სმ-მდე. დიამეტრით 2 სმ-მდე. სხვადასხვა

სრულად
აგროკავკასია FB