ყველასათვის ცნობილია რომ მცენარეს ზრდა-განვითარებისათვის ესაჭიროება კვება ძირითადი მაკროელემენტებით, თუმცაღა მოცვის კულტურაში სიახლედ ითვლება ის რომ მოცვის მაღალი, ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აზოტის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით კვებისას ესაჭროება კალციუმი.
ეს განაცხადი არაერთი საველე ცდით და დაკვირვებით დასტურდება და სწორედ ეს გამოცდილება ნახა კარტლისის თანამშრომლებმა და პარტნიორმა ფერმერებმა ესპანეთში გადამზადების დროს. ესპანური გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია თამამად, დასაბუთებულად ვისაუბროთ თუ რამხელა როლი აკისრია ამ ელემენტს მოცვის მოსავლის ხარისხის გაზრდაში.
ცნობილია, რომ კალციუმი მონაწილეობას იღებს უჯრედის კედლის მშენებლობაში, შედეგად განიხილება ისეთ ელემენტად , რომელიც ასტაბილურებს და აძლიერებს უჯრედის კედელს. უჯრედის კედლის ამგვარი გაძლიერება კი ხელს უწყობს ნაყოფის სიმტკიცეს და განაპირობებს შენახვის ვადის გაზრდას. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საექსპორტოდ პროდუქტის გატანისას, იმისათვის რომ დანიშნულების ადგილზე მისვლამდე პროდუქტმა შეინარჩუნოს საბაზრო ღირებულება. ფერმერებში ხშირია პრობლემა, რომ მოსავლის კრეფისას ნაყოფი რბილია და კრეფის პროცესში ზიანდება, ეს სწორედ კალციუმიანი კვების ნაკლებობით არის გამოწვეული.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია თუ როდის უნდა ჩავატაროთ კალციუმიანი კვება, რადგან კალციუმი იმ ერთ-ერთ ელემნტთაგანია რომლის შეთვისება აქტიური ტრანსპორტის გზით მიმდინარეობს და მცენარეს მისი ათვისებისთვის მეტი დრო და ენერგია ესაჭიროება. კალციუმიანი კვება უნდა დავიწყოთ მცენარის განვითარების ადრეულ სტადიებზე, რადგანაც მცენარე საკვებ ელემენტებს ძირათადად ფესვიდან ითვისებს, ფესვიდან კვება კალციუმით უნდა დავიწყოთ ყვავილობის დაწყებისას და კალციუმიანი კვება გავაგრძელოთ ნაყოფის დამწიფებამდე.
კარტლისის სპეციალისტებმა და პარტნიორმა ფერმერებმა ესპანეთში საველე ვიზიტის დროს ნათლად ნახეს კალციუმიანი კვების შედეგი-რომელსაც კოდასალ ბერის გამოყენებით აღწევენ. თავად პრეპარატის დასახელებაც კი გვეუბნება, რომ იგი სპეციალურად შექმნილია კენკროვანი კულტურების გამოსაკვებად.
ამ პროდუქტის მნიშვნელოვანი უპირატესობა არის დაბალი pH, რადგანაც მოცვი კარგად ვითარდება 4,2-5,2 მჟავიანობის დიაპაზონში კოდასალ ბერიც დაპატენტებულია იმგვარად რომ მისი გამოყენება იდეალურია მჟავე ნიადაგების ფერტიგაციისთვის და არ გვიცვლის ფესვის გარშემო ნიადაგის ან სუბსტრატის მჟავიანობას.
გარდა იმისა, რომ კოდასალ ბერით მცენარეს ვკვებავთ კალციუმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის რომ ამცირებს ალუმინის ტოქსიკურობას, რაც მჟავე ბუნების მქონე ნიადაგებში ხშირად არსებული პრობლემაა.
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“. http://www.cartlis.ge/
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ბმულით.