პრასი (Allium porrum) — ბოსტნეული კულტურების აგროტექნოლოგია

1598 Views Comment Off

პრასი (ლათ. Allium porrum) ორწლიანი მცენარეა. პირველ წელს ივითარებს ფოთლებსა და გამსხვილებულ ცრუ ღეროს, ხოლო მეორე წელს საყვავილე – ყლორტებს (ისარს) და იძლევა თესლს.

საჭმელად გამოიყენება პრასის ფოთლები და ცრუ ღერო. მას იყენებენ როგორც უმი, ისე მოხარშული სახით ნიგვზითა და სუნელებით შენელებულს, გამოიყენება აგრეთვე მწნილად.

პრასი შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთს, რაზეც დამოკიდებულია მისი სუნი და გემო.

ღივი ამოდის დათესვიდან 10-16 დღეში. მისი ფოთლები ღივის ამოსვლისას მოხრილია, მაგრამ შემდეგ სწრაფად სწორდება. პრასის ბოლქვი პატარაა და შედგება თეთრი თხელი ხორციანი ქერქლებისაგან.

პრასი პირველ წელს საყვავილე ყლორტს არ ივითარებს, მაგრამ მეორე წელს 100%-ით ყვავის.

პრასი

მისი განსაკუთრებული თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ ის გვან შემოდგომამდე არ წყვეტს ფოთლების განვითარებას, ცრუ ღერო საყვავილე ყლორტის ამოღებამდეც კი ყოველთვის რჩება წვნიანი სახით. ამიტომ პრასს მოსვენების პერიოდი ხახვისაგან განსხვავებით არ ახასიათებს.

აღმოცენებას იწყებს 3-50 C-ზე. იტანს – 4 — 50 C-ს.

პრასის თესლი გაღივებას 3-5 გრადუს სითბოზე იწყებს, ხოლო ღივები — 4-5 გრადუს ყინვისას არ ზიანდება. მოზრდილი მცენარეები კარგად იტანენ ძლიერ ყინვებს და იზამთრებენ ღია გრუნტში საქართველოს თითქმის ყევლა ზონაში.

პრასი ნიადაგის სტრუქტურის და ნოყიერების დიდი მომთხოვნია, მაღალმოსავალს იძლევა უხვნალექიან ანდა სარწყავ პირობებში, პრასი მოჰყავთ წინასწარ გამოზრდილი ჩითილის დარგვით ან უშუალოდ თესლის ღია გრუნტში თესვით.

პრასი

კარგი მოსავლის მიღება შეიძლება ნაკელით კარგად განოყიერებულ ნიადაგებზე – 60-80 ტ 1 ჰა-ზე. თუ წინა წელს კარგად იყო განოყიერებული ნიადაგი, მაშინ საკმარისია მარტო მინერალური სასუქის შეტანა – აზოტი, ფოსფორი და კალიუმი 70-80 კგ 1 ჰა-ზე.

ჩითილით მოყვანისას მას რგავენ ზოლებად, ზოლებს შორის ათავსებენ 4 მწკრივს, მწკრივთა შორის მანძილი 25 სმ. ზოლებს შორის 50 სმ, მწკრივში მცენარეთა შორის 10-20 სმ-ია, 1 ჰა-ზე დაახლოებით 300 000 მცენარე ეტევა.

პრასის მოვლა ისეთივეა, როგორც ხახვის, იმ განსხვავებით, რომ კარგი ძირების მისაღებად საჭიროა მიწის შემოყრა და ფოთლების კარგად განვითარების შემდეგ მათი წაკვეცა, რაც ხელს უწყობს ძირების გამსხვილებას.

პრასი

პრასის აღება ხდება დარგვიდან 35-50 დღეში.

ავტორები: ზაირა ტყებუჩავა; ცოტნე სამადაშვილი; გივი ცაგურიშვილი; ალექსანდრე გათენაძე. სოფლის მეურნეობის საფუძვლები.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1547 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB