ბროკოლის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი ქვემო ქართლში

1209 Views

საქართველოს ნიადაგი და კლიმატი ხელსაყრელია ბროკოლის წარმოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში მემცენარეობა ძირითადად კარტოფილით, მარცვლოვნებითა და ბოსტნეულით არის წარმოდგენილი, ამ რეგიონში ასევე იწარმოება ბროკოლი და არის სოფლები, სადაც კომერციული მიზნით ამ პროდუქტის წარმოება წარმოადგენს ფერმერისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს.

კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქვემო ქართლში ბროკოლის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი და ევროკავშირის ბაზარზე ამ პროდუქტის საექსპორტო პოტენციალის კვლევა.

საქართველოში ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს წარმოების დონე საკმაოდ ცვალებადია და ბოლო წლებში ნაკლებია ვიდრე 2011-2012 წელს.

დაბალი წარმოების დონის მიუხედავად, ქართული ბროკოლი მცირე რაოდენობით გადის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი) და როგორც ბევრი სხვა პროდუქტის შემთხვევაში, ბროკოლის შემთხვევაში, იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტს.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

ბროკოლი

In : PDF

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB