ნაგალა (ჯუჯა) ხის ტიპის ფორმირება და გასხვლა (წლების მიხედვით)

ნაგალა, ჯუჯა, გასხვლა, ხეხილი

ნაგალა ხის ვერტიკალურ ღერძიანი (Vertical axes) სისტემა

ვერტიკალური ღერძიანი სისტემა ხის ფორმირების ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული ხის ფორმირების სისტემაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება ნაგალა საძირეებზე გაშენებული მაღალი სიხშირის ბაღებისთვის.

ფორმირების ვერტიკალური ღერძის მეთოდი ითვალისწინებს ნაგალა საძირეებზე დამყნობილი ხეების გაშენებას რიგებში 1,7-2,3 მეტრის დაშორებით, ხოლო რიგთაშორის მანძილი კი 4,5-5,0 მეტრს შეადგენს. ზრდასრული ხის სიმაღლე, როგორც წესი, 3,3-3,5 მეტრიას შეადგენს.

ვერტიკალური ღერძის მეთოდით ფორმირების სისტემაში ძლიერ, გაუსხლავ შტამბს ექმნება ხელსაყრელი პირობები ზრდისთვის, ვიდრე მისი სიმაღლე 3,3-3,5 მეტრს არ მიაღწევს.

შტამბიდან გამოსული გვერდითი ტოტები წარმოქმნიან ვიწრო კონუსის ფორმის ხეს. გამომავალი ტოტების სიგრძე თანდათანობით უნდა შემცირდეს ხის სიმაღლესთან ერთად, და მათი სიგანე (დიამეტრი) ყოველთვის უნდა იყოს უფრო პატარა, ვიდრე ვერტიკალური ღერძის სიგანე, საიდანაც გვერდითა ტოტები გამოდის. ქვემოდან კენწეროსკენ უნდა მცირდებოდეს მანძილი ტოტებს შორის, რათა შესაძლებელი იყოს მათში სინათლის მაქსიმალურად შეღწევა.

ვერტიკალური ღერძის მეთოდით ფორმირებული ხის ფორმა წააგავს კონუსურად ფორმირებულ ხეს, მაგრამ, განახლების მიზნით, გასხვლამდე რამდენიმე წლის განმავლობაში გაუსხლავად რჩება ვარჯის ტოტების მხოლოდ ყველაზე ქვედა იარუსი.

ქვედა დედა ტოტები ქმნიან მსხმოიარე ნაწილს, სადაც ხე იძლევა მთლიანი მოსავლის ნახევარზე მეტს. ქვედა მსხვილი ტოტების სათანადო ჩამოყალიბება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ხილის 75% ან მეტი კიბის გამოყენების გარეშე დაიკრიფოს.

ხის შუა და ზედა ნაწილში ტოტები განახლდება და ისხვლება ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ.

მნიშვნელოვანია, რომ ხის ზედა ნაწილში ზრდა იყოს ნაკლებ აქტიური, ვიდრე ქვედა ნაწილში. თუ ზედა ნაწილში ზრდა ძალიან გააქტიურდება, ზედა ტოტები დაჩრდილავენ ქვედა ტოტების ზრდას, რაც გამოიწვევს მოსავლიანობის შემცირებას, და ხილის ნაკლებად სასურველ შეფერილობას.

ვერტიკალური ღერძის მეთოდით ფორმირების სისტემისთვის აუცილებელია ინდივიდუალური საყრდენების გამოყენება, რომლებითაც გამაგრებულია თითოეული ხე, საყრდენები კი მიმაგრებულია ფოლადის მავთულზე.

თითოეული ხე საყრდენ ხეზე დამაგრებულია სხვადასხვა წერტილებში, კანაფის, პლასტმასის სამაგრების, ან სხვა შესაკრავი მასალით. მავთული იჭიმება და მაგრდება 3.3 მეტრზე სიმაღლეზე მიწის ზედაპირიდან, ბოძები განლაგებულია 10 მეტრის დაშორებით.

რაც უფრო ახლოს არიან რიგში განლაგებული ბოძები, მით უფრო მდგრადია საყრდენი სისტემა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი ქარების დროს და, მაშინ, როცა ხეები ნაყოფით არის დახუნძლული.

ვერტიკალური ღერძის მეთოდით ფორმირების სისტემა გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, ხილის მაღალი ხარისხით და ხის ფორმირების სიმარტივით. მოსავლიანობა შეიძლება დაიწყოს მეორე წელსვე.

ხილის ხარისხი, როგორც წესი, ძალიან მაღალია, ნაყოფს შესანიშნავი ფერი და ზომა აქვს, მთელ ხეში კარგად აღწევს სინათლე. კონუსისებრი საბურველის გამო შესაძლებელი ხდება, ასევე, ჰაერის სათანადო მოძრაობა, რის შედეგადაც უფრო მალე შრება ფოთლები, რაც მინიმუმამდე ამცირებს დაავადების განვითარებას და იძლევა მცენარეთა დაცვის საშუალებების სრულყოფილი შეღწევის შესაძლებლობას.

ჩამოყალიბების განმავლობაში ვერტიკალური ღერძის ხეების ფორმირება და გასხვლა იოლი და არაძვირადღირებულია.

ვერტიკალური ღერძის ფორმირების სისტემა სამ პრინციპს ემყარება

პირველი პრინციპი – ესაა ხის სწრაფად ზრდა, დაახლოებით, 3.3 მეტრის სიმაღლეზე მესამე სავეგეტაციო პერიოდის ბოლოს.

ეს მიიღწევა შემდეგი გზით: განვითარების წლებში არ ხდება შტამბის წაჭრა, შესაბამისად, ხე სიმაღლეში ძალიან სწრაფად იზრდება და ხდება ჩონჩხის ძლიერი ზედა იარუსებზე მსხვილი ტოტების განვითარების პრევენცია. საბოლოო ზრდასრული ხის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 4 მეტრს.

ვერტიკალური ღერძის ფორმირების სისტემის მეორე პრინციპი გულისხმობს დარგვიდან 3-4 წლის განმავლობაში მინიმალურად გასხვლას, რის შემდეგაც გვერდითა ტოტები პერიოდულად განახლდება 2- წლიანი ან უფრო ხნოვანი ნაზარდის მოჭრით. მინიმალური გასხვლის შედეგად ყალიბდება უფრო მეტი საყვავილე კვირტი, რაც აისახება მოსავლიანობაზე, გასხვლა კი ვეგეტატიური ზრდას აძლიერებს და ამცირებს საყვავილე კვირტების ჩასახვას.

ვერტიკალური ღერძის ფორმირების მესამე პრინციპია — ესაა ზრდასრული ხეების ზედა ტოტების ყოველწლიურად განახლება -გასხვლა, რაც ხელს უწყობს ხის ზომის გარკვეული ზღვრებისაში შენარჩუნებას და კონუსური ფორმის შენარჩუნებას.

პირველი წელი

ერთწლიანი ან ორწლიანი ხეები, რომლებსაც სამ ტოტზე ნაკლები აქვს, უნდა გადაიჭრას 80 სმ-ის სიმაღლემდე და ყველა გვერდითი ტოტი უნდა მოიჭრას. გადაჭრის შემდეგ, ქვემოთ არსებული კვირტები განივითარებს ყლორტებს, რომლებიც ხის ქვედა ნაწილის ტოტები გახდება.

ახალი გვერდითი ტოტების განვითარების სტიმულირება შეიძლება შტამბის დასერვით ან პრომალინით დამუშავებით.

სამი ან მეტი ტოტის მქონე ორწლიანი ხე არ უნდა გაისხლას, თუ ტოტები დარგვამდე არ დაზიანდა.

მოაცილეთ ტოტები, რომელთა დიამეტრიც შტამბის დიამეტრის ნახევარზე მეტია.

ხის საყრდენი სისტემა უნდა მომზადდეს დარგვისთანავე.

ხეები არ უნდა დატოვოთ საყრდენის გარეშე, ვინაიდან ეს შეამცირებს მცენარის სიძლიერეს და გაახანგრძლივებს ჩამოყალიბების დროს.

საყრდენად სასურველია ინდივიდუალური სარები თითოეული ხისთვის, რომელიც მიმაგრებული იქნება მავთულზე.

მავთული მაგრდება რიგებს შიგნით არსებული ბოძებით (3,3 მეტრი სიგრძის, 10 სმ დიამეტრის), რომლებიც ერთმანეთისგან 10 მეტრით არის დაშორებული და ნიადაგში 1 მეტრის სიღრმეზეა ჩასმული.

საყრდენი სისტემას თითოეული რიგის ბოლოში აქვს საყრდენი ბოძი (10-13 სმ დიამეტრის), რომელიც 1,2 მეტრზეა ჩასმული მიწაში, და დახრილი (60 გრადუსზე),

რიგის შიგნით ჩასმული ბოძი (8-10 სმ დიამეტრი), რომელიც 75 სმ-ზეა ჩარჭობილი მიწაში პირველ და მეორე ხეს შორის. მავთული დამაგრებულია საყრდენი ბოძის ძირთან და გადატარებულია დახრილი ბოძების თავზე, და შემდეგ გატარებულია რიგებში არსებული ვერტიკალური ბოძების ზემოდან. ის ემაგრება თითოეულ ბოძს მოთუთიებული 18 მმ-ის 12 ზომა სამაგრით.

დაჭიმულობა უზრუნველყოფილია თითოეულ რიგში მავთულის დამჭიმებით. ცალკეული ხეების საყრდენი ბოძები (3,5 მეტრი სიმაღლის მოთუთიებული ლითონის მილი ან 3,5 მეტრის სიგრძის ბამბუკის ბოძი) დადგმულია თითოეულ ხესთან და ჩამაგრებულია მიწაში, დაახლოებით, 20 სმ-ზე.

ვარჯის მსხვილი ტოტების იარუსების შესაქმნელად ყოველი ხის შტამბის გარშემო უნდა ჩამოყალიბდეს ოთხი თითქმის ჰორიზონტალური ქვედა ტოტების რიგი. თითოეული ტოტი უნდა გაიშალოს და შექმნას ჰორიზონტალური კუთხე; ამისთვის გამოიყენება სარეცხის სამაგრები, რეზინის ზონარი, ბაწარი ან სხვა გამშლელი საშუალება.

მნიშვნელოვანია გვერდითი ტოტების გაშლა და გადახრა, ნაცვლად გასხვლისა.

ტოტების ფორმირება, ხელს უწყობს ხის ქვედა ნაწილში სივრცის სწრაფად შევსებას. ნაყოფის ადრე გამოღება ანელებს ხის ზრდას, ქმნის ბალანსს ვეგეტაციურ ზრდასა და მოსავლიანობას შორის.

პირველ წელს ფართო და ძლიერი ტოტის კუთხის შესაქმნელად ძალიან კარგია სარეცხის სამაგრების გამოყენება. საუკეთესო დრო სამაგრების დასამაგრებლად არის, როდესაც ყლორტი 7-15 სმ სიგრძისაა და დრეკადია. ტანსაცმლის სამაგრი უნდა მიამაგროთ ხის შტამბზე, რათა გვერდითმა ტოტებმა შტამბთან შექმნან პერპენდიკულარული კუთხე (90 გრადუსი).

გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა შტამბიდან ამონაყარი არ დაზიანდეს სამაგრების მიმაგრებისას.

რეკომენდებულია სამაგრების გამოყენება ყველა ამონაყარზე, რომლებიც ვიწრო კუთხეს ქმნიან შტამბთან, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას მსხმოიარე გვერდითა ტოტი. როგორც წესი, ერთ ხეს სჭირდება 4-იდან 8-მდე სარეცხის სამაგრი.

დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ, როდესაც განვითარდება მერქნის ქსოვილი და ფართო ტოტის კუთხე წარმოქმნილია, შეგიძლიათ მოაცილოთ სარეცხის სამაგრები და გადაიტანოთ ყლორტის წვერში, რათა ყლორტმა შეინარჩუნოს ჰორიზონტალურთან მიახლოებული მდგომარეობა და გაიზარდოს უფრო ჰორიზონტალური მიმართულებით.

ფორმირებისთვის რეკომენდებულია ერთწლიანი და ორწლიანი ხეების ზედა კვირტების პინცირება; ეს მეთოდი ხელს უწყობს მსხმოიარობას და ვერტიკალური ღერძის სახით ფორმირებული ხის ზედა ნაწილში ზრდის რეგულირებას.

ხის ზედა მეოთხედში სწრაფად მზარდი ტოტები, რომლებიც 15-20 სმ სიგრძისაა და გამოზრდილია შტამბიდან, უნდა მოხდეს მათი დამოკლდესება 5 სმ-მდე, ცერა და საჩვენებელი თითის ან სეკატორის გამოყენებით.

პინცირება შეასუსტებს განვითარებადი ყლორტის ზრდას, და შეამცირებს მის კონკურენციას შტამბთან და ხელს შეუწყობს პინცირების ადგილთან ნაყოფის კვირტის განვითარებას. პინცირება უნდა ჩატარდეს გვიანი გაზაფხულიდან ადრეულ ივლისამდე.

ამ ხერხით, ასევე, ხდება ხის გადატვირთვის პრევენცია, რის გამოც, საბოლოო ჯამში საჭირო გახდებოდა მთვლემარე მდგომარეობაში მყოფი ხის მეტი სხვლა.

მეორე წელი

მეორე წელს ვერტიკალური ღერძის სახით ფორმირებული ხე მინიმალურად ისხვლება. ზამთრის ბოლოს გასხვლისას, როდესაც ხეები მოსვენებულ მდგომარეობაშია, არიან საჭიროა მთლიანად მოსცილდეს ხის კენწეროში შტამბის პარალელურად ამოსული ამონაყარი, რომელიც გამოგრჩათ ზაფხულში პილცირების პროცესში.

საჭიროა ვარჯის ტოტების ქვედა იარუსის გაგრძელება, და ჰორიზონტალური მიმართულების მიცემა, რათა ხემ დაიწყოს მსხმოიარობა მესამე წელს. ყლორტები, რომელიც ვითარდება ხის შტამბზე

ქვედა იარუსის ზემოთ, უნდა გაიშალოს სარეცხის სამაგრით უფრო ჰორიზონტალური მიმართულებით, მას შემდეგ, რაც, დაახლოებით, 10 სმ გახდება. საჭიროა ახლად განვითარებულადი გვერდითა ტოტებს შორის 8-10 სმ დისტანციით სპირალური განლაგების უზრუნველყოფა შტამბზე.

საჭიროა შტამბის სწრაფი განვითარების და გვერდითი სუსტი, თუმცა მსხმოიარე ტოტების ზრდა-განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისი ყლორტების პინცირებით.

ძლიერი მზარდის მქონე ჯიშების, როგორიცაა „გალა“, პილცირება უნდა ჩატარდეს პილცირება 2-ჯერ ან 3-ჯერ ზაფხულის განმავლობაში.

უფრო სუსტად მზარდ ჯიშებში შეიძლება მხოლოდ ერთხელ ჩატარდეს აღნიშნული პროცედურა. შტამბი არ უნდა გაისხლას, ვიდრე ხე არ მიაღწევს ზედა მავთულის სიმაღლეს.

როდესაც შტამბი შესაბამისი სიმაღლის მიღწევამდე არ გაისხვლება, ეს შესაძლებელის ხდებაის ამ ტოტზე ნაყოფის კვირტის სწრაფად ფორმირებას.

მესამე წელი

გასხვლა და ფორმირება მეორე წლის მსგავსად წარიმართება. მესამე წელს ძალიან მცირე გასხვლაა საჭირო. ცენტრალური ლიდერი არ უნდა დამოკლდეს, სანამ არ მიაღწევს ზედა მავთულის სიმაღლეს. როგორც კი ლიდერი მიაღწევს ზედა მავთულის სიმაღლეს (3,3 მეტრი), საჭიროა მისი მიმაგრება ბოძის ზედა ნაწილზე და მოსავლიანობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.

გვერდითი ტოტების გამშლელები ანუ სიმძიმეები, რომლებიც დაკიდებულია ქვედა ტოტებზე, უნდა გამოიყენოთ, რათა მიიღოთ ტოტის ჰორიზონტალური ზრდა, რათა შემცირდეს მსხვილი ტოტების კონკურენცია შტამბთან და გაიზარდოს საყვავილე კვირტების ფორმირება.

შეიძლება საჭირო გახდეს ვარჯის მსხვილი ტოტების სულ ქვედა იარუსის დამოკლება. მესამე წლის განმავლობაში უნდა მიიღოთ მცირე მოსავალი.

მეოთხე წელი

გასხვლა და ფორმირება უნდა ჩატარდეს მესამე წლის მსგავსად. საჭიროა მინიმალური გასხვლა. იდეალურია, თუ ტოტები დაიხრება ხილის სიმძიმით, რაც შეამცირებს ხის ზრდას.

თუმცა, ზოგიერთი ჯიშების შემთხვევაში ტოტები არ იხრება, და ხე აგრძელებს ზევითკენ ზრდას. ასეთ შემთხვევაში ტოტები უნდა დამოკლდეს უფრო ქვედა კონკურენტ ტოტამდე, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხის ზედა ნაწილი ნაყოფს მოგვცემს.

ხის ზედა ნახევარში არსებული მსხმოიარე ტოტები მოკლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია ვერტიკალურად (ქვევით) მიმართული ტოტის ნაწილების მოცილება.

5-20 წლები

როგორც წესი, რამდენიმე წლის განმავლობაში არ უნდა შეეხოთ გვერდითა ტოტებს, რათა მოგვცეს მოსავალი, შემდეგ კი უნდა დაამოკლოთ. დახრილად (bevel cut) მოჭრა გააძლიერებს კვირტის განვითარებას მოჭრის ადგილის ქვემოთ, რის შედეგადაც ახალი ტოტი იქნება ნაკლებ ძლიერი, ჰორიზონტალური ზრდის მქონე.

ეს ტოტი ხილს მოგვცემს მეორე წელს, ხოლო ნაყოფის სიმძიმით ტოტი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შენარჩუნდება. თუ ტოტის მოცილებისას კეთდება სტანდარტული დამოკლება (vertical stub pruning cut), მოჭრის ადგილის ზემოთ ამოვა კვირტები, ამონაყარი იქნება ძლიერი და ვერტიკალური მიმართულებისა, რაც არასასურველია.

ამას გარდა, ყოველ წელს უნდა მოაცილოთ ხის შუა და ზედა ნაწილში ერთი- ორი გვერდითი ტოტი. ხის ზედა ნახევარში არ უნდა იყოს მუდმივი გვერდითი ტოტები. ხის ზედა ნახევარში უნდა დარჩეს მხოლოდ მხოლოდ მცირედ მსხმოიარე ტოტები. ნაყოფის სიმძიმით ზედა ტოტების დახრა ბუნებრივად შეამცირებს ხის სიძლიერესა და სიმაღლეში ზრდას.

ავტორი: დევიდ პიჩა

იხილეთ: ვაშლი – დარგვა, გასხვლა, მოვლა-მოყვანა, ბაღის გაშენება

თქვენი რეკლამა